"ბარსელონა" "სევილია" 5 :4 - თბილისში, "დინამო არენაზე", უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული „ბარსელონა" გახდა. გადამწყვეტი ბურთი სევილიას კარში, დამატებული დროში, 115-ე წუთზე პედრო როდრიგესმა გაიტანა, რომელიც მატჩში შეცვლაზე შემოვიდა.
UEFA-ს სუპერთასის მატჩის ძირითადი დრო "დინამო არენაზე" ფრედ 4:4 დასრულდა. გულშემატკივრებმა არნახული სანახაობა ორივე ტაიმში იხილეს, თუმცა მეორე ნახევარში სევილიამ 3 ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო.
თბილისში, "დინამო არენაზე" უეფა-ს სუპერთასის გათამაშებას 51 940 გულშემატკივარი ესწრებოდა.
მესის ექსკლუზიური ავტოგრაფი "რეპორტიორს"