უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტს ახსენებს. აღნიშნული დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები არჩევნებმადე ერთი წლით ადრე ან სულ მცირე, ექვსი თვით ადრე უნდა შევიდეს, რათა პარტიები ახალი საარჩევნო წესებისათვის მოემზადონ. „ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტს თუნდაც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიეღო. რატომ ვიღებთ მას საგანგებო სესიაზე?" - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი საარჩევნო კანონმდებლობაში და მასთან ერთად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილება..