reportiori.ge - „ინვესტბანკში“ „ეროვნული ბანკის“ დროებითი ადმინისტრაცია შევიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:14
ეკონომიკა
„ინვესტბანკში“ „ეროვნული ბანკის“ დროებითი ადმინისტრაცია შევიდა
01 ნოემბერი, 2013. 22:31

ინვესტბანკში" აღმოჩენილი მთელი რიგი დარღვევების გამო, მისი შინაარსისა და სიმრავლიდან გამომდინარე, ბანკში დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - ეს განცხადება ეროვნული ბანკის" პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა.

დარღვევების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, ქადაგიძე ამბობს, რომ საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ყველაზე სტაბილურ და მზარდ სექტორად მიიჩნევა და იმისთვის, რომ საფინანსო სექტორმა მომავალშიც განაგრძოს ზრდა, აუცილებელია, სექტორის ყველა მონაწილემ დაიცვას კანონით განსაზღვრული ყველა ნორმა.

როგორც გიორგი ქადაგიძ ამბობს, ადმინისტრაცია აქციონერებთან ერთად მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მუშაობას განაგრძობს და იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება, დროებითი ადმინისტრაცია ბანკს დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონის შესაბამისად განხორციელდება ქმედება. არ არის გამორიცხული ბანკის გასხვისებაც.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მტკიცებით,  ბანკის კლიენტებს  შეფერხება არ შეექმნებათ.

შეგახსენებთ, რომ ინვესტბანკი" Wall Street Journal-ის მიერ ივნისში გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალებში ფიგურირებს. გამოცემის სტატიის თანახმად, ისლამური რევოლუციის დამცველების კორპუსმა", საქართველოში 150 კომპანიისგან შემდგარი ქსელი შექმნა, რომლებიც ამერიკის სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება.

ამავე ცნობებით, ვაშინგტონის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამი ბიზნესმენის საქმიანობა. ეს მეწარმეები ავიაკომპანია ფლაი ჯორჯიას" დამფუძნებლები არიან, აკონტროლებენ ქართულ ინვესტბანკს" და რამდენიმე აქტივს ფლობენ საქართველოში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016