reportiori.ge - ქუთაისში ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის საბაგირო გზით დაკავშირების პროექტის განხორციელება იგეგმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:05
კულტურა
ქუთაისში ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის საბაგირო გზით დაკავშირების პროექტის განხორციელება იგეგმება
ავტორი:
13 აგვისტო, 2015. 14:26


ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბაგიროების პროექტის განსახორციელებლად მოლაპარაკებები ფრაგნულ კომპანია Poma-სთან დაიწყო. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიასთან პირველი თემატური ურთიერთობა შედგა და ახლა უფრო კონკრეტულ საკითხებზე დაიწყება საუბარი.



„მოლაპარაკებებს იმ კომპანიასთან ვაწარმოებთ, რომელიც ამჟამად თეთნულდის საბაგირო ქსელის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. პროექტის გრანდიოზულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სესხის აღების შესაძლებლობასაც კი განვიხილავთ. ეს წელს ალბათ ვეღარ მოესწრება, რადგან მას დროში მეორე მასშტაბურმა პროექტმა დაასწრო, რაც ქუთაისის ცენტრალური შემოსასვლელისა და ნიკეას ქუჩის კომპლექსურ რეაბილიტაციას გულისხმობს. ამისათვის 7 500 00 ლარია აუცილებელი", - განმარტავს დვალი.



მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი როგორც ნიკეას, ასევე მისგან გამავალი ყველა გადამყვანი გზის რეაბილიტაციას მოიცავს.



„ეს ოდნავადაც არ ცვლის ჩვენს გეგმებს საბაგირო პროექტთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ კომპანიასთან კომუნიკაცია დადებით შედეგამდე მივა. სახელმწიფოც გვერდით დაგვიდგება და ეს ქალაქისთვის მართლაც საუკუნის პროექტი შედგება", - აცხადებს დავით დვალი.



ქუთაისში ისტორიული ძეგლების დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად ქალაქის თვითმმართველობაში რამდენიმე თვეა მუშაობენ.


პროექტის კომერციული ნაწილი ჯერ კაპიტალურად დათვლილი არ არის, თუმცა ეს თანხა დაახლოებით 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება. პროექტი ისტორიული ძეგლების, ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის დაკავშირებას მოიცავს.




წყარო: commersant.ge


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016