reportiori.ge - სალომე ზურაბიშვილი: „ნამდვილად არ ვარ შევარდნაძის შვილი და მისი გაზრდილი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:26
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: „ნამდვილად არ ვარ შევარდნაძის შვილი და მისი გაზრდილი“
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 12:04

პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ ხელისუფლებას ყველა საშუალებით აქტიურად უტევს. მისი თქმით, ხელისუფლება არ გეგმავს, როგორ და რა უნდა ილაპარაკოს საქართველოზე

 

„ოცნების" მხარდამჭერებისგან გამიგონია, ბიძინამ კი გაიმარჯვა, მაგრამ მე რაო? ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ქვეყანას რა სარგებელი აქვს ამით. დღეს ყველას შეუძლია ბენზინის ფულის შოვნა, გადაადგილება, ოფისის დაქირავება და პლაკატების დაბეჭდვა. ჩემი საარჩევნო კამპანია დაყრდნობილი იქნება ხალხისგან წამოსულ ინიციატივაზე. მე გამოვაცხადებ ბანკის ანგარიშს და ყველას ვთხოვ, ცოტა მეტი იაქტიურონ, მხოლოდ არჩევნებზე ხმის მოცემა არ იკმარებს, ერთი კოლოფი სიგარეტის საყიდელი ფული მაინც გადმომირიცხოს ყველა მხარდამჭერმა და ჩემთვის ეს საკმარისი იქნება",-აცხადებს ის „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

„ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა, 2006 წელს, როდესაც პოლიტიკაში გამოჩნდით, სააკაშვილისგან მივიღე მითითება, ყველას დაეხმარე სალომეს გარდაო. ბიზნესმენებს დღეს, მგონი, აღარ ეშინიათ. ვინც მოსწონთ, მას დაუჭირონ მხარი, მაგრამ ნუ მოითხოვენ სანაცვლოს, მხარდაჭერის ნაცვლად რა გვექნებაო. თუ ხმა პარტიებს მიეცით, იგივე დაიწყება, რაც "ნაციონალების" დროს იყო. სისტემის ბრალი იყო, რაც დაგვემართა, თორემ, ალბათ, სააკაშვილი არ ოცნებობდა დიქტატორობაზე და პოლიციური სისტემის შექმნაზე, მაგრამ ძველმა სისტემამ შეჭამა. შევარდნაძე იმიტომაც ამბობს, დღეს პოლიტიკაში ვინც არის,  ყველანი ჩემი შვილები არიანო. მე კი  ნამდვილად არა ვარ შევარდნაძის შვილი და მისი გაზრდილი",- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016