reportiori.ge - დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე ზვიად სიჭინავას მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:39
სპორტი
დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე ზვიად სიჭინავას მიმართავს
ავტორი:
14 აგვისტო, 2015. 13:27


საქართველოს პარლამენტის წევრი დათო ლორთქიფანიძე ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილ პრეზიდენტს - ზვიად სიჭინავას მიმართავს. როგორც ლორთქიფანიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ზვიად სიჭინავამ არ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ყრილობის დანიშვნის თარიღზე. მისი განცხადებით, საჭიროა უმოკლეს ვადაში დაინიშნოს ყრილობის თარიღი:


„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სუპერთასის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის აღარ იყრიდა კენჭს ფედერაციის პრეზიდენტობაზე. მთელი ამ დროის განმავლობაში არის მოლოდინი, რომ ის დანიშნავს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას მოკლე ვადაში. ყველა ფიქრობს, რომ 40 დღის ვადაში დაინიშნება, ასე აშუქებს მასმედია და ასე საუბრობს ფედერაციის მენეჯმენტიც. მე კი დარწმუნებული ვარ, ყრილობა 40 დღეში არ დაინიშნება. 40 დღე არის მინიმალური პერიოდი, როცა უნდა ეცნობოს ყრილობის დანიშვნის ვადის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც იღებს ყრილობაში მონაწილეობას.

 

ვფიქრობ, სიჭინავა გამოიყენებს თავის ვადას, ის ყრილობას არა 40 დღეში, არამედ წლის ბოლოს დანიშნავს. მეტიც, შესაძლოა წლის ბოლოსაც არ დანიშნოს და ვადა კიდევ გადასწიოს!

 

არ მგონია, კაცმა, რომელმაც 2015 წლის 22 იანვას ამოწურა თავისი საპრეზიდენტო ვადა და ამ დრომდე აგრძელებდა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას, რა თქმა უნდა ის უცებ არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ დანიშნავს ყრილობის თარიღს.

 

ის ამ დრომდე აგრძელებს ამ თანამდებობაზე ყოფნას, რადგან არის მოვალეობის შემსრულებელი და ბოლომდეც გამოიყენებს ამ პოსტს.

 

მოვუწოდებ ზვიად სიჭინავას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, მიიღოს გადაწყვეტილება და ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა დანიშნოს მოკლე ვადაში. არ გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ბერკეტები და ყრილობის ვადა არ გადაწიონ განუსაზღვრელი დროით!", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016