reportiori.ge - "უმრავლესობის აზრით, ლარი შეიძლება გაუფასურდეს, თუმცა, ამის ნიშნები არ არის"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:14
ეკონომიკა
"უმრავლესობის აზრით, ლარი შეიძლება გაუფასურდეს, თუმცა, ამის ნიშნები არ არის"
ავტორი:
14 აგვისტო, 2015. 17:00


"ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორის მამუკა მენთეშაშვილის შეფასებით "ფინანსთა მინისტრის განცხადება და მონაცემები, რომელბზეც ნოდარ ხადურმა დღეს ისაუბრა საკმაოდ პოზიტიურია.


კითხვაზე, რამდენად ლოგიკურია, ფინანსთა მინისტრის საუბრიდან გამომდინარე, ვინც ლარს გადაახურდავებს დღეს, დოლარში წააგებული დარჩება, მენთეშაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებობს შიშები სექტემბერთან დაკავშირებით.


"ფინანსთა მინისტრის განცხადება და მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია. მისი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალში არ იგეგმება ეროვნული ვალუტის დამატებითი ბეჭდვა და ქსელში ჩაშვება. რაც მთავარია, გაწერილია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და ამ მიმართულებით რაიმე გართულებებს არ ველოდებით. რაც შეეხება წაგებული დარჩება თუ არა ის მოსახლეობა, რომელიც დღეს დოლარს იყიდის, გეტყვით, რომ საზოგადოებაში არსებობს შიშები სექტემბერთან დაკავშირებით. ანუ უმრავლესობის აზრით, ლარი შეიძლება გაუფასურდეს. დღევანდელი განცხადებით, ამის ნიშნები არ არის, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. ლარის კურსის ცვალებადობა ბოლო დღეებში იყო, მაგრამ ამას თავის მიზეზები ჰქონდა. ახლა, როცა ვუყურებ თუნდაც "ბლუმბერგს", საფუძველი იმისა, რომ სექტემბერში კატასტროფა გველის და ლარი გაუფასურდება, არ არსებობს", - აცხადებს "ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016