"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით ფინანსთა მინისტრის დღევანდელ ბრიფინგზე ბიუჯეტის პრეზენტაციისას გაკეთებული პოზიტიური პროგნოზები ოპტიმისტურია. გაჩეჩილაძის თქმით, ფინანსთა მინისტრის განცხადებებიდან და ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს.
"პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც არასოდეს ყოფილა ასე გაწერილი და დალაგებული. განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, ასე დალაგებული ნამდვილად არ ყოფილა.
მოსახლეობის მოლოდინი, რომ თითქოს სექტემბერში ლარი გაუფასურდება, რბილად რომ ვთქვათ, პანიკიდან გამომდინარეა. არავინ იცის, გაუფასურდება თუ არა და ახლა მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება საუბარი.
ისე, თუ გადავხედავთ ფინანსთა მინისტრის განცხადებას, თუ გადავხედავთ იმას, როგორ მოქმედებს ხელისუფლება, საფუძველი იმისა, რომ ლარი გაუფასურდება და სასწრაფოდ დოლარი უნდა იყიდოს ვინმემ, არ არსებობს", - აცხადებს გაჩეჩილაძე.