გამოჩენილი ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ელისო ბოლქვაძე, გეპატიჟებათ ბათუმის მესამე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე BATUMI MUSICFEST, რომელიც გაიმართება 2015 წლის 10-15 სექტემბერს.
შავი ზღვის სანაპიროს მარგალიტს, ქალაქ ბათუმს, ეწვევიან კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სინფონიურ ორკესტრთან ერთად შესრუდება კლასიკური მუსიკის შედევრები ბათუმის მუსიკალურ ცენტრში და პიაცაზე.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერ-კლასები ქართველი ნორჩი ტალანტებისთვის.
ფონდი „ლირა" 14 სექტემბერს, გალა კონცერტზე გამარჯვებულ ვირტუოზს გადასცემს სპეციალურ პრიზს.
15 სექტემბერს, ბათუმის პიაცაზე, დასკვნითი კონცერტი მიეძღვნება იუნესკოს 70 წლის იუბილეს.
2015 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაერთიანდა ევროპის ფესტივალების ასოციაციაში EFA, რაც ფესტივალს ანიჭებს ევროპული სტანდარტების შესაფერისს სტატუსს.