რეგიონები
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული მამუკა სამხარაძე თავისუფალია...
15 აგვისტო, 2015. 21:27
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულმა, 36 მამუკა სამხარაძემ ცხინვალის ციხე დღეს დატოვა.
გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრი რუს ოკუპანტებს უკანონო პატიმრობაში 5 დღის განმავლობაში ჰყავდათ. მან დაწესებულება 150 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დატოვა.
სამხარაძე ე.წ. საზღვართან ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს როდესაც შეშას აგროვებდა.
ბოლო პერიოდში რუსი ოკუპანტები შიდა ქართლის რეგიონში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ადგილობრივების გატაცებების გარდა ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტებიც გახშირდა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57