კულტურა
დათა ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
16 აგვისტო, 2015. 11:17
ქართველი რეჟისორი დათა ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა" ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Pardi di domain იყო წარდგენილი.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მამა" ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია, რომლის გადაღებაში „თიბისი ბანკმა" ფინანსური მონაწილეობა მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმწარმოებაში სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კერძო ბიზნესიც ჩაერთო. ფილმის პრემიერა 1 ივლისს კინოთეატრ „ამირანში" შედგა.
ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50