რეგიონები
სოხუმში ბარსელონა-სევილიას მატჩზე ჩამოსული აფხაზების დასჯას ითხოვენ
16 აგვისტო, 2015. 13:15
სოხუმში, ადგილობრივი რეჟიმის მხარდამჭერები, უეფა-ს სუპერთასზე ბარსელონა-სევილიას მატჩზე აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევაში და აფხაზი ხალხის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.
„თბილისში ჩასვლა ხსოვნის დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ეს არის უდიდესი ცინიზმი და უპატივცემულობა დაღუპულების მიმართ. ამ ადამიანებმა საზღვრის გადაკვეთით არა მხოლოდ დაარღვიეს აფხაზეთის კანონები, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს აფხაზეთის თავისუფლებისთვის დაღუპულებს," - ნათქვამია ომის ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანების განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველი ორგანოები ამ დროისთვის აწარმოებენ მოკვლევას ფეხბურთის გულშემატკივართა თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57