reportiori.ge - ურეკში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:43
რეგიონები
ურეკში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დაიწყო
ავტორი:
17 აგვისტო, 2015. 11:36


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გურიის რეგიონში, დაბა ურეკში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაიწყო.



პროექტის დაწყებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი, აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელი ქეით ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.



პროექტის ფარგლებში, აშენდება წყალმომარაგების 1 და წყალარინების 31 სატუმბი სადგური,  2 ახალი რეზერვუარი და წყალარინების ქსელი (საერთო სიგრძე 70 კმ), ასევე დამონტაჟდება წყალმომარაგების ჭაბურღილები. ურეკში წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში  300 - მდე ადამიანი დასაქმდება.



სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.  პროექტი, რომლის ღირებულებაც - 60 მილიონ ლარზე მეტია, 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.  


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016