reportiori.ge - სააკაშვილის გარემოცვამ უკრაინაში უდანაშაულო კაცი ცემით მოკლა! ზუსტად იგივე სცენარია, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:57
მთავარი თემა
სააკაშვილის გარემოცვამ უკრაინაში უდანაშაულო კაცი ცემით მოკლა! ზუსტად იგივე სცენარია, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა!
ავტორი:
17 აგვისტო, 2015. 16:53

 

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წუწუნებს, უკრაინაში იმიტომ ჩამოვედი, რათა ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენო, აქ ომი ვერავინ მოიტანოს, დღე და ღამ არ მძინავს, მაგრამ მსოფლიო პრესა იმიჯს მიფუჭებს, მუშაობაში ხელს მიშლისო. ძველებურად აღტკინებული მიშა ფარ-ხმალს (და პენისს) არ აგდებს, ალბათ, ცოტა ხანში იმის მტკიცებასაც დაიწყებს, საქართველოს გადარჩენა მინდა, თბილისში დაბრუნებაზე ვოცნებობ, მაგრამ ქართული პრესა ხელს მიშლისო. მოკლედ, რომ არა მსოფლიო და ქართული პრესა, სააკაშვილი თავს მიქაელ მოციქულად გამოაცხადებდა და სამყაროს შექმნას ხელახლა შეეცდებოდა. სინამდვილეში კი ვისთან გვაქვს საქმე? ერთ ჩვეულებრივ თაღლითთან, რომელმაც რამდენიმე ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსი ოფიციალური ქრთამით დააბა. ჩვენზე უკეთესად არავინ იცის, როგორ ჩამოაყალიბა საკუთარი ბინძური გარემოცვა, რომლის წევრებიც უყოყმანოდ ასრულებდნენ ნებისმიერი სახის დავალებას. სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები განსაკუთრებული სიფრთხილით იკრებდნენ გარშემო მორალისაგან შორს მდგომ ადამიანებს, ვისთვისაც წამება, მკვლელობა, ყაჩაღობა, ფულის დაწერა, წილების ახევა, გაუპატიურება და სხვისი ცოლების დათრევაც კი ჩვეულებრივი ამბავი იყო.

სააკაშვილის „ზონდერები" ჩვენს რეალობაში კანონის სახელით მოქმედებდნენ, თავიანთ ბინძურ „საქმეებს" მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებდნენ და ამჯერადაც მომენტს ელოდებიან, იმ დღეზე ოცნებობენ, როცა მათი „ბოსები" ძალაუფლებას დაიბრუნებენ. მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე, გივი თარგამაძე და ძმები ახალაიები - აი, ეს თაღლითები და პოლიტიკური შულერები მართავდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში საქართველოს და ამუშავებდნენ ზონდერბრიგადებს ქართველი საზოგადოების დასაჩმორებლად. ამათგან ოთხი გაქცეულია, სამი ციხეში ზის, ორი - პარლამენტში.

პარადოქსია, ბაჩანა ახალაიამ ე.წ. მატროსოვის საპატიმროში წიგნიც კი დაწერა საკუთარი ფანტაზიის მოშველიებით: „მან 2008 წელს რუსეთში საიდუმლოდ შეუშვა ქართული სპეცდანაყოფები, მოიპარეს დიდძალი რაოდენობის იარაღით დატვირთული ავტომანქანები, შესანიღბად ზემოდან დააყარეს ხილ-ბოსტანი და შემოიტანეს საქართველოში". აი, თურმე რატომ დაგვცხეს რუსებმა 2008 წლის აგვისტოში, ამხელა ქვეყნის მთელი შეიარაღება აქეთ გადმოუტანია ახალაიას და აბა, რას იზამდნენ? ალბათ, პატიმარი ბაჩანა მალე მეორე ტომსაც გამოსცემს, მას ვურჩევთ, არ დაავიწყდეს იმის გახსენება, რომ წინა ცხოვრებაში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ჰერმან გერინგი ერქვა. ხუმრობა იქით იყოს, საქართველოდან გაქცეულმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაშიც იგივე ბინძური სქემა აამუშავა. მართალია, ვანო მერაბიშვილი და ახალაიები ამჯერად ვეღარ დაეხმარებიან, მაგრამ სამაგიეროდ გვერდით ჰყვანან ზურაბ ადეიშვილი, დავით საყვარელიძე, ეკა ზღულაძე და დავით კეზერაშვილი (ეს უკანასკნელი კვლავაც მისი მოლარეა). ახლა კი გადავიდეთ სააკაშვილის უკრაინულ სქემაზე: ვინაიდან, უკრაინა უფრო დიდი ქვეყანაა და მენტალიტეტიც განსხვავებულია, რა თქმა უნდა, „ნაცბანდა" მხოლოდ ქართული „სასტავით" ვერ გაქაჩავდა. როგორც კონფიდენციალური წყარო უყვება „ქრონიკას", ამიტომაც ჩაერთო საქმეში „მძიმე არტილერია", სააკაშვილის ბიძა, „კაგებეს" „ყოფილი" მაღალჩინოსანი, თემურ ალასანია და მიშას შეურჩია თავის დროზე თავისი საქმიანი პარტნიორი, ახლო მეგობარი, ალექსანდრე (საშა) ბოროვიკი. სააკაშვილის გვერდით გაჩნდა მეორე, ანუ დამხმარე „ლობისტი", მოლი მაკკიუ... აქვე, სანამ სკანდალურ ისტორიაზე გადავალ, „ქრონიკის" მკითხველს გავახსენებ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ ჩვენს ექსკლუზიურ პუბლიკაციას, სადაც გიყვებოდით, როგორ შარში გახვია ამ ქალმა, მაკკიუმ სააკაშვილი და რა სკანდალი ატყდა უკრაინაში... ახლა ამ სკანდალის დეტალები და ფინალიც კი შევიტყვეთ და დაპირებისამებრ, მკითხველსაც გავუგრძელებთ ამ ამბავს. მოკლედ, „მაიდანის რევოლუციის" შემდეგ საშა ბოროვიკი კიევში გერმანიიდან ჩაიყვანეს (წარმოშობით უკრაინელი გერმანიის მოქალაქე გახლდათ) და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, მაგრამ თანამდებობა მალევე მიატოვა, მე არავინ არაფერს მეკითხებოდა, უჩემოდ წყვეტდნენ საკითხებსო, პრემიერ-მინისტრ იაცენიუკსა და მთავრობის დანარჩენ წევრებს ბოროვიკის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ - ის საბჭოთა „კაგებეს" გამოზრდილია. ამის შემდეგ, ყველას გასაკვირად, თემურ ალასანიას მეცადინეობით, სააკაშვილმა საზოგადოებას თავის თანაშემწედ წარუდგინა, რომელსაც, ფაქტობრივად, ურთიერთობების ჩამოყალიბება და „თამაშის წესების" გაცნობა დაევალა იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ, ფინანსები გაიღონ, ოდესის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობისათვის. აქ უკვე თამამად შეგვიძლია, ჩვენი წარსული გავიხსენოთ და იოლად მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე - იქნება ფასადების შეღებვა, გზების უხარისხოდ დაგება, მაგრამ ამ ყველაფრის უკან იტრიალებს ძალიან დიდი ფული. ინკოგნიტო წყაროს თქმით, დღეს ოდესაში ბოროვიკი ადეიშვილ-კეზერაშვილ-ახალაიას ფუნქციებს ერთდროულად ასრულებს:
„იგი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პროფესიონალ „ზონდერთა" საძმოს შექმნა-გაფართოებას, აღნიშნული დაჯგუფების შექმნის შესახებ ინფორმაცია ოდესაში, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნიდან, ძალიან მალე გავრცელდა. საშა ბოროვიკი დაიბადა ლვოვში, 4 წელი სწავლობდა მოსკოვში, „კაგებეს" უმაღლეს სკოლაში. შემდეგ (სავარაუდოდ, „კაგებეს" მითითებით) წავიდა პრაღაში, ჩეხეთის იმდროინდელ პრეზიდენტ - ვაცლავ ჰაველთან. ცოტა ხანში, გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც თავად აცხადებს, ისწავლა ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში. თუმცა, ჰარვარდის სკოლის მონაცემთა ბაზაში მასზე ინფორმაცია არ იძებნება. შემდეგ ბოროვიკმა მუშაობა გააგრძელა „მაიკროსოფტის" პროგრამული უზრუნველყოფის, გაყიდვებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „გაერო", „ევროსაბჭო" და „ევროკავშირი"... და, აი, უცებ, უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხდება. რაც შეეხება ქალბატონ მოლი მაკკიუკს, ის 1998-2000 წლებში მუშაობდა ძმებ პოდესტების მიერ დაარსებულ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ კომპანია „პოდესტა გროუპ"ში. შემდეგ  ის თავად ქმნის ლობისტურ კომპანიას, მავანთა შუამავლობით უკავშირდება „ნაცმოძრაობას" და 2010 წლიდან ხდება საქართველოს უშიშროების საბჭოს კონტრაქტორი (ამ დროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია). მოლი მაკკიუს ერთ-ერთი მოვალეობა, საქართველოსთან დაკავშირებული საქმეების წარმოება გახლდათ. მომსახურებაში ასევე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, საჯარო გამოსვლებისა და განცხადებების მომზადებისას, რჩევის მიცემაც შედიოდა. 2010 და 2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ" მაკკიუს მომსახურებაში 600-600 ათასი, ანუ სულ მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. დღეს ეს ადამიანი, საშა ბოროვიკთან ერთად, სააკაშვილის მრჩეველია ოდესაში".

ჰოდა, როგორც ამ ცოტა ხნის წინ ვწერდით, „საპასუხისმგებლო" საქმეებით დაკავებულ სააკაშვილის მრჩევლებს „ჩეპეც" მოუვიდათ. მათ მიერ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შესასრულებლად, საიდუმლოდ აყვანილ, წარმოშობით მოლდაველ, სისასტიკით გამორჩეულ ყოფილ სპეცრაზმელს (სავარაუდოდ, მოლი მაკკიუს საყვარელი), ალექსანდრე ორელანშს ახალგაზრდა მამაკაცი ცემაში შემოაკვდა. „უბედური" შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მიხეილ სააკაშვილი და მოლი მაკკიუ ერთ-ერთი პარკის მიმდებარედ, ბარში სადილობდნენ.


„როგორც ჩანს, კუნთმაგარმა ორელანშმა მაინც არასწორად გაიგო ბოროვიკის დაპირება, დავალებები შეასრულე, ნებისმიერი სიტუაციიდან დაგიხსნით, რა პრობლემაც არ უნდა შეგექმნასო. ვინაიდან ყოფილმა სპეცრაზმელმა ეს „მკვლელობის ლიცენზიად" ჩათვალა, სიცოცხლეს გამოასალმა კაცი, რომელიც პარკში ქალთან ერთად სეირნობდა. ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი მაშინ გახდა, როცა მიხეილ სააკაშვილი პირადად მივარდა პოროშენკოსთან და ყველანაირად სცადა პროკურორებისა თუ მოსამართლეების დაყოლიებაც. მიშამ იმდენი იჩალიჩა, მკვლელი იზოლატორიდან მაინც დაიხსნა. მეტიც, საყვარელიძისა და ადეიშვილის განსაკუთრებული „ნიჭის" წყალობით, უკრაინის საზღვარზე ორელანშის გაპარება ზედმეტი ხმაურის გარეშე მოხდა. ალბათ, აქ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მკვლელების „გაპრავება" გახსენდებათ. სააკაშვილს თავისი სტილი აქვს - ადამიანებს კი იყენებს ბინძურ საქმეებში, მაგრამ თუ ჩავარდნენ, პატრონობაც შეუძლია, ოღონდ იძულებით. სააკაშვილისთვის ამ შემთხვევის მიჩქმალვას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - მან იცოდა, რომ თუ საქმეს შემდგომი მსვლელობა მიეცემოდა, ინფორმაცია პრესაში გაჟონავდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვებოდა და მის „ზონდერბრიგადას" საფრთხე შეექმნებოდა, მეორე - საფრთხე არსებობდა თავად დაკავებული ორელანშისგანაც, მკვლელობის მუხლით გასამართლების შემთხვევაში ალაპარაკდებოდა და ბევრ საიდუმლოს დაფრქვავდა, ის იმუქრებოდა კიდეც. პრინციპში უკრაინის ციხეში მისი მოშორება არ იქნებოდა პრობლემებთან დაკავშირებული, მაგრამ „საძმოს" დანარჩენი წევრები გაიგებდნენ და პანიკაში ჩაცვივდებოდნენ, გაუჩნდებოდათ ეჭვი, რომ ოდესღაც მათი რიგიც დადგებოდა. ამ ამოცანას სააკაშვილმა თავი წარმატებით გაართვა, დანარჩენებისთვის მაგალითის მისაცემად, ორელანში კბილებით დაიცვა. თუმცა მიშა საშას,  მოლის და ბიძამისს მაინც გაუნაწყენდა, გუნდში ასეთი აფექტური პიროვნების მიღების გამო, მათ სამი კვირა არ ელაპარაკებოდა... თუმცა, როგორც ამბობენ, მიშა იმდენად დავალებულია ბოროვიკისგან, ამ უკანასკნელმა იმდენი რამ იცის „ნაციონალების" ორმაგ საქმიანობაზე, სიტუაცია ბოლომდე არ დაძაბა და ბოლოს მაინც შეურიგდა".

რაც დრო გადის, მიხეილ სააკაშვილი, თავის „ზონდერებთან" ერთად, უფრო საშიში ხდება უკრაინისთვის და უფრო სამარცხვინო საქართველოსთვის. რაც არ უნდა იყოს, გადაკეთებულია თუ გადმოკეთებული, მისი გვარი მაინც „შვილზე" მთავრდება. თუ ოდესმე უკრაინელები მიხვდებიან, როგორ „აჭამეს" სააკაშვილის ზურგს უკან ამოფარებულმა მაფიოზებმა, კიდევ არაუშავს, თუ არადა, ამ ქვეყანას წინ დიდი განსაცდელი ელოდება.


ავტორი: გელა ზედელაშვილი „კვირის ქრონიკა"

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016