რეგიონები
ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის უვიზო მიმოსვლის „დოკუმენტი“ გაფორმდა
17 აგვისტო, 2015. 21:16
რუსეთის მიერ ოკუპირებულმა საქართველოს ორმა რეგიონმა - ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ერთმანეთთან "შეთანხმება" გააფორმა, რეგიონის მცხოვრებლების მიერ ერთმანეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" "რია ნოვოსტზე" დაყრდნობით იუწყება.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის თქმით, ეს "შეთანხმება" დამატებაა იმ სხვა შეთანხმებებისა, რომლებიც მათ შორის უკვე გაფორმდა.
მისივე თქმით, 26 აგვისტომდე ამ დოკუმენტის გაფორმება სიმბოლურია - ამ დღეს ორივე ოკუპირებული რეგიონი რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას აღნიშნავს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57