ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამაც მიიღოს.
მერაბ ჟორდანია საკუთარი კანდიდატის წარდგენას ლანჩხუთის გურიიდან აპირებს. ის იმყოფებოდა გურიაში და აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს. ამ ფაქტზე ღიად საუბრობს ლანჩხუთის გურიის ყოფილი ფეხბურთელი, დეპუტატი თემურ ჩხაიძე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე კი ამბობს, რომ გურიაში ჩასულ მერაბ ჟორდანიასთან მას ჰქონდა შეხვედრა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე საუბარი არ ყოფილა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მერაბ ჟორდანიას კანდიდატურის წარდგენას მიესალმება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ჯერჯერობით არ დარეგისტრირებულან.