reportiori.ge - გიორგი ჩიქოვანი: ეროვნული ვალუტის გაუფასურება, პირადად გიორგი ქადაგიძის დანაშაულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:31
საზოგადოება
გიორგი ჩიქოვანი: ეროვნული ვალუტის გაუფასურება, პირადად გიორგი ქადაგიძის დანაშაულია!
19 აგვისტო, 2015. 18:27


ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი „რეპორტიორთან" საუბრისას ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ ვითრებას ეხმაურება.


„უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება ჭიდილი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელწიფოს შორის. კერძოდ, ქადაგიძე თავისი ერთი შეხედვით გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს და ეჭვქვეშ აყენებს მის საერთაშორისო იმიჯს. ეს ყველაფერი კი, სამწუხაროდ ერთი შეხედვით ჩანს გაუაზრებელი. რეალურად კი, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქადაგიძის ქმედება წინასწარ განსაზღვრული გეგმის სისრულეში მოყვანაა და სხვა  არაფერი. 

 

ჩვენ, ამ თემაზე ადრეც გვქონდა საკმაოდ დეტალური საუბარი, ამიტომ ახლა, დეტალებზე არ ვისაუბრებ.  ექსპერტთა და ეკომიკურ წრეებში ცნობილ ადამიანთა 99% -ის აზრით აგვისტოში ლარს უნდა დაეწყო გამყარება, რადგან ქვეყანაში შემოდის მილიონობით ტურისტი, რაც ნიშნავს მილიონობით უცხოურ ვალუტას, (უმეტეს შემთხვევებში დოლარის შემოსვლას), ასევე აგვისტოში ჩატარდა ახალგაზრდული ფესტივალი, რომელში მონაწილეობის მიზნითაც, ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი ჩამოვიდა, რომელთაც ასევე, შემოიტანეს უცხოური ვალუტა და ასევე აგვისტოში ჩატარდა უეფას" სუპერთასის მატჩი, რომლის მიმდინარეობის პერიოდშიც, თბილისის ბრენდირებულ სასტუმროების 1 265 ნომერი 2-3დღით იყო დაჯავშნული.  ასევე, დედაქალაქს ესტუმრა მინიმუმ 20 000 კაცი, მხოლოდ ამ ერთი ღონისძიების დროს  და ამ ყველაფრის შემდეგ ლოგიკურად უნდა გამყარებულიყო ლარის კურსი, მინიმუმ კი იმ ნიშნულზე დარჩენილიყო, რომელიც მანამდე ეკავა. 

 

ამ დროს, ლარი 6 პუნქტით გაუფასურდა, რაც რა თქმა უნდა, პირადად გიორგი ქადაგიძის დანაშაულია. ის მიზანმიმართულად ახდენს რეფინასირების სესხის გაზრდას, ჩვენ მას ვადანაშაულებთ მიზანმიმართულ საბოტაჟში სახელწიფოს წინააღმდეგ. და ვითხოვთ დადგეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ის ზრდის რეფინანსირების სესხს, ხოლო როდესაც ამბობს, რომ რეფინასირების სესხი არ ახდენს გავლენას ლარის გაუფასურებაზე, სხვა არაფერია თუ არა თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის.

 

მართალია, ეს რეფინანსირების სესხი არის ერთ კვირიანი და ის კვლავ უბრუნდება ბანკს ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ ის  მომდევნო კვირას კვლავ იგივე რაოდენობის რეფინანსირების სესხს გამოსცემს, ან უფრო მეტს. ანუ ბაზარზე მუდამ არის ჭარბი ფული(ლარი), რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ლარის გაუფასურებაზე. რეფინანსირების თანხის გაზრდა კი, 2014 წლის შემდეგ, ყოველთვიურად მიმდინარეობს. სწორედ ეს გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ემსახურება სახელწიფო მაღალჩინოსნის ინტერესებს, ოღონდ მას სახელწიფოები ერევა და სამწუხაროდ ემსახურება მეზობელი სახელწიფოს გუბერნატორის ინტერესებს და არ ატარებს ეროვნულ ინტერესს. რეალურად კი, მას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე აქვს."-აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016