ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, „დიდი ყურადღებას არ იმსახურებს."
„ელჩის განცხადებაში იგრძნობა, რომ ის არ არის ამ პრობლემაში ღრმად ჩახედული. ნაჩქარევი და ზერელე განცხადების შთაბეჭდილებას ტოვებს. ალბათ, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ვერ გაერკვა არსებულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ეს განცახდება დიდ ყურადღებას არ იმსახურებს. უბრალოდ, ვინც არ იცის, უნდა ავუხსნათ რეალობა. საჭიროა მეტი კომუნიკაცია ელჩებთან. გარდამავალი პერიოდია, ერთი ელჩი წავიდა, მეორე მოვიდა და ამიტომაც მოხდა მსგავსი რამ ამ პერიოდში."-აცხადებს ზაზა შათირიშვილი.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-თან გაკეთებულ კომენტარში, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესისთავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ დასაერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ანმედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული",- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.