რეჟისორი გოგა ხაინდრავა თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, არამარტო შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელიც კი არის საზოგადოებისთვის.
„ბევრჯერ მითქვამს, რომ აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ისევე, როგორც საქართველოა აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი - რეგიონში. აშშ-ს არ ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების რეალურ ანალიზს გააკთებენ და ეს, ბუნებრივია, ძალიან გვაწუხებს ჩვენ, იმიტომ, რომ რელაურად დეზინფორმაციით იკვებებიან. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს უახლესი ისტორიიდან.
მე, ვურჩევდი ელჩს, დაინტერესდეს ვის ეკუთვნის ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის 50%-იანი წილი დ იქნებ საზოგადოებასაც გააგებინოს, იმიტომ, რომ დღემდე ბრუსითაა მოცული ეს საკითხი, გაუგებარია, რატომ იმალება მისი მეპატრონე და ვის ემსახურება „რუსთავი-2" ამ 50%-იანი წილის ფარგლებში. მე, ამ ორგანიზაციის მიმართ მაქვს ჩემი შეხედულება და ვფიქრობ, რომ ეს არის სპეცდანიშნულების ორგანიზაცია, რომელიც არის პარტიული რუპორი და სააკაშვილის ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება და სხვას არაფერს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მედიასთან. გაიგოს, რას ფიქრობენ საქართველოში ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით.
როდესაც აშშ-ს პირველი დიპლომატი მსგავსი ტიპის განცახდებას აკეთებს, ეჭვქვეშ აყენებს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში, არამარტო შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენთვის, ქართველებისთვის. მე მას ვურჩევ - კარგად გაერკვეს ვითრებაში, ნუ დაიპირისპირებს ქართულ საზოგადეობას, ნუ დაიპირისპირებს იმ ხალხს, რომლებიც საკუთარ შვილებს აგზავნიან ერაყში, ავღანეთში და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად წირავენ საკუთარ სიცოცხლეს. ამ ხალხს არ საუმსახურებია მსგავსი რამ.
ასევე, ბატონმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განგვიმარტოს - ეს მისი პირადი აზრია, რაც „რუსთავი 2"-თან მიმართებაში განაცხადა თუ აშშ-ს მთავრობის პოზიციაა."-განაცხადა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბრისას.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-თან გაკეთებულ კომენტარში, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესისთავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ დასაერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ანმედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული",- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.