reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: აშშ-ს ელჩს, „რუსთავი-2“-ზე ცალმხრივი ინფორმაცია აქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:47
პოლიტიკა
ალექსანდრე ქანთარია: აშშ-ს ელჩს, „რუსთავი-2“-ზე ცალმხრივი ინფორმაცია აქვს!
19 აგვისტო, 2015. 21:28


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ქანთარია, „რეპორტიორთან" საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას ეხმაურება.


„როგორც ჩანს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ცალმხრივი ინფორმაცია აქვს. არ იცის, რომ ეს არის კერძო დავა, რომელსაც ჰყავს დაზარალებულები, რომლებიც  ადრე დუმილს არჩევდნენ და ახლა ამოიღეს ხმა. ეს ისეთი თემაა, სადაც ნაკლები პოლიტიკა იქნება, მით უფრო ობიეტური იქნება პროცესები.  „რუსთავი-2"-ზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ახლა თავს ვიკავებ იმის გამო, რომ სასამართლო მიმდინარეობს. ამიტომ რატომ არის ამდენი პანიკა და კივილი „რუსთავი 2"-ის მხრიდან, გასაგებიცაა, მაგრამ სამართალი ყველასთვის  ერთია."- განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.


ცნობისთვის: ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა  ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-თან გაკეთებულ კომენტარში, ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესისთავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ დასაერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ანმედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე  სასამართლო პროცესს  ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული",- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016