reportiori.ge - კარლო კოპალიანი - აშშ-ს ელჩს: ეს არის ამერიკული დემოკრატია?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:28
პოლიტიკა
კარლო კოპალიანი - აშშ-ს ელჩს: ეს არის ამერიკული დემოკრატია?!
19 აგვისტო, 2015. 21:30


„არ გამკვირვებია მსგავსი განცხადება, იმიტომ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ხშირად ისეთ შეფასებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებაში, რომლებიც არ შეეფერება სიმართლეს და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს!" - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი „რეპორტიორთან" საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

 

 „ვიღაცა თვალს იბრმავებს და ყურს იყრუებს, რადგან, არ უნდათ, რომ რეალობას შეხედონ და ეს რეალობა არის ის, რომ  ქვეყანაში მართლა დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და ეს არ უხარიათ! ეს არის ამერიკული დემოკრატია?!"-განაცხადა კარლო კოპალიამა.


ცნობისთვის: ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა  ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-თან გაკეთებულ კომენტარში, ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესისთავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ დასაერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ანმედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე  სასამართლო პროცესს  ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული",- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016