reportiori.ge - ნესვის ჭამა სხვა საკვებთან ერთად კატეგორიულად არ შეიძლება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:56
სხვადასხვა
ნესვის ჭამა სხვა საკვებთან ერთად კატეგორიულად არ შეიძლება...
ავტორი:
20 აგვისტო, 2015. 14:58


ნესვი შეიცავს B1, B2, PP, A, ჩ ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ამ ელემენტის მასური წილი ნესვში 17-ჯერ აღემატება რძეში არსებულს. ნესვში უხვად არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორიც. ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის (სისხლნაკლებობის) და ორგანიზმის განლევის, აგრეთვე ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ნესვი აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, აქვეითებს მათ ტოქსიკურობას. ნესვი უამრავ ფერმენტს შეიცავს, ამიტომ ის ადვილი ასათვისებელია და ნაწლავთა ფუნქციასაც აუმჯობესებს.


ის შეგიძლიათ მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად! ის აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე, შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი ნესვის ჭამა უზმოზე.

ექიმები ნესვს გვირჩევენ ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ის მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გარეგნობას.


ნესვი ფოლიუმის მჟავას ანუ B9 ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის ორსულობისა და კლიმაქტერიულ პერიოდში, ასევე მათთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიის დაძლევა სურს. ნესვში უხვად არსებული ბეტა კაროტინი ალამაზებს კანს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. ნესვი ამაღლებს გუნება-განწყობას, ხსნის უძილობას, დაღლილობასა და გაღიზიანებადობას. ეს ფერმენტ სუპეროქსიდისმუტაზის დამსახურებაა. ნესვის სამკურნალო თვისებებს მასში შემავალი მიკროელემენტები განსაზღვრავს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016