რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში, წლის ბოლომდე, ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას აანონსებს.
განცხადება ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არმიის გენერალმა ბულგაკოვმა გააკეთა. მან დაადასტურა რომ ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულია სარკინიგზო ჯარების 500 მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა. სამუშაოები დაწყებულია სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს.
ბულგაკოვმა საუბრისას ჰუმანიტარული დახმარება ახსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი დახმარება სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენით სამუშაოებში, რუსულმა მხარემ ფხაზეთს, 2008 წელსაც გაუწია. სარკინიგზო მაგისტრალი ოკუპირებულ აფხაზეთს პირდაპირ აკავშირებს რუსეთთან, ექსპერტები ამბობენ რომ რუსეთის მხრიდან, ეს ფაქტი შესაძლოა მორიგი პროვოკაცია იყოს და არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთმა რკინიგზა, ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ტექნიკის შეყვანსთვის გამოიყენოს.