რეგიონები
პანკისის ხეობის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს...
22 აგვისტო, 2015. 20:47
პანკისის ხეობის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს სოფელ ბირკიანის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ამ დრომდე სოფელში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის დასათვლელად ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.
"განცხადებები დავწერეთ, გამგებლის წარმომადგენელს ჩავაბარეთ, მაგრამ ამ დრომდე რაიონიდან არავინ მოსულა, რომ ჩვენი ზარალი დაეთვალა. ჩვენ მხოლოდ არჩევნებზე ვახსოვართ ხელისუფლებას", - აცხადებენ სოფელ ბირკიანში.
20 ივლისის ღამეს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად, პანკისის ხეობის სოფლებში, ბირკიანსა და ჯოყოლოში რამდენიმე ათეული სახლის სახურავი დაზიანდა. სეტყვამ ავტომანქანების საქარე მინები ჩაამსხვრია. დასეტყვილია ბოსტნეული და ხეხილის ბაღები.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57