reportiori.ge - ნიკოლას ბერლინერი: კარგად არის ცნობილი აშშ-ს პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:42
მედია
ნიკოლას ბერლინერი: კარგად არის ცნობილი აშშ-ს პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით
ავტორი:
24 აგვისტო, 2015. 12:58


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ნიკოლას ბერლინერი მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს.


"განცხადება, რომელიც გასულ კვირას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გავაკეთე, ვფიქრობ მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. კარგად არის ცნობილი შეერთებული შტატების პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ მოვუწოდეთ სიფრთხილისკენ და იმედი გამოვთქვით, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად წარიმართება. ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლებისა და საელჩოს პოზიცია", - განუცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რუსთავი 2-ს.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-სთან გაკეთებულ კომენტარში, განაცხადა, რომ "წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს". მის განცხადებას, ღია წერილით უპასუხა მწერალმა დავით მაღრაძემ.


ღია წერილში ნათქვამი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება აღარ აკონტროლებს მედიას.


იხილეთ დავით მაღრაძის ღია წერილის სრული ვერსია:


http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=74463&lang=1


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016