reportiori.ge - 24 აგვისტო - გიორგი ცაბაძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:50
კულტურა
24 აგვისტო - გიორგი ცაბაძის დაბადების დღეა
ავტორი:
24 აგვისტო, 2015. 14:24


24 აგვისტოს, თბილისში, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი გიორგი ცაბაძე დაიბადა.

 

 

მამა - გრიგოლ ცაბაძე, მომღერალი იყო, წერდა ლექსებსაც. დედა - ოლღა ნაცვლაძე, რომელმაც ისე განიცადა ქალიშვილისა და ვაჟის დაღუპვა, რომ როდესაც ფრონტიდან მეორე ვაჟის დაღუპვის ცნობა მოვიდა, გიორგიმ ეს ამბავი დაუმალა. ოლღა სიცოცხლის ბოლომდე ელოდა შვილს. ეს იყო ერთადერთი ტყუილი კომპოზიტორის ცხოვრებაში.



გიორგი ცაბაძეს ადრეული ასაკიდან არ დაუწყია სიმღერა და მუსიკის წერა. ბავშვობაში მან საშინელი ტრამვა გადაიტანა - ფეხი დაკარგა. მდგომარეობიდან გამოსულ ბავშვს ჰკითხეს, თუ რას ინატრებდა, გოგიმ პიანინო ინატრა. ბებია იხსენებდა: „სულ პატარა ისეთ რაღაცეებს უსტვენდა და მღეროდა, რომ გაგონილიც არ მქონდა"-ო. რამოდენიმე წელიწადში ექსტერნად დამთავრებული შვიდწლედის შემდეგ გიორგი ცაბაძე სწავლას აგრძელებს I სამუსიკო სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებელი იყო შალვა მშველიძე, შემდეგ კი იყო კონსერვატორია და იონა ტუსკიას კლასი.


გიორგი სტუდენტობის პერიოდი არც ისე ადვილად გადასალახი აღმოჩნდა რეპრესირებული ოჯახისთვსის. მამა რეპრესირებული იყო, ტრამვირებული გოგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი აღმოჩნდა. მუსიკის სამყაროში მისი პირველი ნაბიჯები იყო წარსულში გამოჩენილ მომღერალთან, მერი შილდელთან კონცერტმეისტერად მუშაობის დაწყება. იყო მხატვრული ბრიგადებიც, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: აკაკი კვანტალიანი, ალექსანდრე გომელაური, და სხვები. ცაბაძე მათთან თანამშრომლობდა, მათთვის სიმღერებსაც წერდა. ამის გამო გოგი იძულებული იყო აეღო აკადემიური შვებულება და კონსერვატორიაში სწავლა დროებით შეეწყვიტა. მისი დამთავრება მხოლოდ საკუთარი ოჯახის შექმნის შემდეგ შეძლო.


1953 წლის 4 აპრილს გიორგი ცაბაძემ და თამარ მაჭავარიანმა ოჯახი შექმნეს. თამარი პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ დაოჯახებამ პროფესია შეუცვალა, იგი გადაიქცა შემოქმედის მუზად, შთაგონების წყაროდ და პროფესიადაც კომპოზიტორის მეუღლეობა არჩია ექიმობას.

 

თამარ მაჭავარიანს დიდი როლი მიუძღვის გიორგი ცაბაძის კომპოზიტორად ჩამოყალიბებაში.

 

შეეძინათ ორი ვაჟიშვილი: გოგლა ცაბაძე - ბიოლოგი. დაამთავრა მე-60 სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი. ახალგაზრდობაში ფეხბურთელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ჰყავს ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი - ნიკა და გიორგი. კახა ცაბაძე - კომპოზიტორი.



1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიტორო კლასი.

 

1956-75 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში.


გიორგი ცაბაძე გახლავთ საქართველოს სახალხო არტისტი (1973). თბილისის საპატიო მოქალაქე (1983).




 

 



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016