რეგიონები
ინტენსიური წვიმის გამო ფოთი დაიტბორა...
24 აგვისტო, 2015. 20:53
ინტენსიური წვიმის გამო ფოთი დაიტბორა. ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა პარალიზებული იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა. წყალმა ზოგიერთ ქუჩაზე პირველ სართულებზე შეაღწია, შედეგად მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა.
მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სთხოვს.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ ყურუას ინფორმაციით, ქალაში არსებული ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ უხვმა ნალექმა ქუჩები მაინც დატბორა. მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი სატუმბი სადგურების აშენება, რაზეც, როგორც ფოთის მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, საკითხზე მუშაობენ. ამ დროისთვის ქალაქში წვიმამ გადაიღო.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57