reportiori.ge - ირაკლი გოგავას მოდერნიზაციის გეგმა - "700 დღე"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:17
მთავარი თემა
ირაკლი გოგავას მოდერნიზაციის გეგმა - "700 დღე"
ავტორი:
24 აგვისტო, 2015. 20:53



გთავაზობთ საპარლამენტო ფრაქცია "ალიანსი - ახალი საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარის, 2009-2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს პოლიტიკური კონსულტანტის ირაკლი გოგავას მოდერნიზაციის გეგმას:


„ეკონომიკის გაორმაგება 5 წელიწადში!

1. ახალი საწარმოებისთვის საგადასახადო არდადეგები 3-5 წლის მანძილზე (ქონების და მოგების გადასახადი, დღგ...)

2. დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდა 500 ლარამდე და საწარმოებისთვის 300,000 ლარამდე

3. საწარმოს გათავისუფლება მოგების გადასახადისგან რეინვესტირებისას

4. ფიზიკურ პირებზე საშემოსავლო გადასახადის დიფერენციაცია 5%-დან 25%-მდე შემოსვალების მიხედვით

5. საპროცენტო სარგებლის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან

6. სახელმწიფო ბანკი, 3-5%-იანი გრძელვადიანი კრედიტი წარმოებისთვის

7. დენი, წყალი, გაზი, გზა, კანალიზაცია, ინტერნეტი: მიყვანა საწარმომდე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ხარჯზე

8. დეტალური ბიზნეს გეგმის მომზადება 1600 საწარმოზე

9. დარგობრივი და დიფერენცირებული თავისუფალი ზონების შექმნა

10. ტექნოლოგიების და საწარმოო ხაზების გათავისუფლება იმპორტის გადასახადის და დღგ-სგან

11. იმ ნედლეულის გათავისუფლება დღგ-ს და იმპორტის გადასახადისგან, რომელიც ვერ იწარმოება საქართველოში

12. იმპორტის გადასახადის დიფერენციაცია და ზრდა იმ პროდუქტებზე, რომელიც იწარმოება ან მისი წარმოება იგეგმება იგეგმება საქართველოში

13. ანტიდემპინგური კანონის გამოყენება სუბსიდირებული იმპორტის შესაკავებლად

14. საბაჟოზე სანიტარული ნორმების და სტანდარტების გამოყენება იმპორტის მიმართ

15. იმპორტის მოსაკრებლის დაწესება ზოგიერთ იმ პროდუქტზე, რომელიც იწარმოება საქართველოში.

16. სტანდარტების და ხარისხის მკაცრი კონტროლი ქართულ წარმოებაში

17. საიმპორტო კვოტების გამოყენება საჭიროებისამებრ

18. საკომპენსაციო მოსაკრებლის ოპერატიული გამოყენება სუბსიდირებულ იმპორტზე

19. იმპორტის სეზონური მოსაკრებლის დაწესება გარკვეულ შემთხვევებში

20. გადამზადების ცენტრი, სტაჟირება უცხოეთში წარმოების პერსონალისთვის

21. მიწა უფასოდ საწარმოებს

22. წარმოებისთვის ტარიფი: დენი: 7 თეთრი; გაზი: 30თეთრი; წყალი: 1 ლარი.

23. სახელმწიფო შესიდვებში პატრიოტული აქტი: ადგილობრივი პროდუქტის უპირატესობა

24. ბანკების სტიმულირება საწარმოების დაკრეტიდებისკენ

25. კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა

26. სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება 30%-ით

27. კარტელების აღმოფხვრა: საწვავის დისტრიბუცია, ფარმაცია, ბანკები...

28. სამართლიანი სასამართლო და ეკონომიკური არბიტრაჟი

29. რეგიონებში უფასო ბიზნეს საკონსულტაციო ცენტების შექმნა

30. უცხოელი გამოცდილი ტოპ მენეჯერების მოწვევა

31. სახელმწიფო მიერ მასშტაბური პროექტების განხორციელება: ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, კარბამიდის ქარხანა, ანაკლიის პორტი, ჰესები, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, სოცილაური ბინათმშენებლობა, გზების მოდერნიზაცია, რკინიგზის მოდერნიზაცია, ირანიდან და თურქმენეთიდან გაზსადენი, შავისზღვისპირას გაზის ჰაბი და საცავი...

32. სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნა(ლოუ კოსტ)

33. ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია

34. კვების მრეწველობის სრული გათავისუფლება დღგ-სგან

35. ირიგაციის სისტემის გაზრდა 500,000 ჰა-ზე, დღეს არსებული 80,000 ჰა-ს ნაცვლად

36. სახელწიფო ხილის და ბოსტნეულის კორპორაციის "ქართული სახლის" დაფუძნება, რომელიც შეისყიდის მთელ მოსავალს გლეხებისგან წინასწარ გამოცხადებული სამართლიანი ფასებით და გაიტანს ექსპორტზე

37. "ქართული სახლის" და საქართველოს მასშტაბური რეკლამა საზღვარგარეთ

38. ურბანიზაციის დონის ამაღლება დღევანდელი 55%-დან 75%-მდე

39. სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში

40. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შიდა ინვესტიციების წახალისება

დარჩა "სულ მცირე": მოვძებნოთ მთავრობა ვინც ამ 40 პუნქტის შესრულებას შეძლებს", - ნათქვამია გოგავას განცხადებაში.



ამას გარდა, ირაკლი გოგავა ასახელებს წყაროებს პროგრამის დასაფინანსებლად:



„წყაროები პროგრამის "700 დღე" დასაფინანსებლად:


წყარო 1: სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია/შემცირება 30%-ით.

წყარო 2: იმპორტი საქართველო ყოველწლიურად 8,6 მილიარდი დოლარით აფინანსებს სხვა ქყვეყნების ეკონომიკებს და ამ თანხით სხვა ქვეყნებში პირდაპირ იქმნება 430,000 სამუშაო ადგილი, თუ ამას ირიბად შექმნილ სამუშაო ადგილებს დავუმატებთ, გამოდის, რომ ქართული ფულით 2 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება სხვა სახელმწიფოებში. იგულისხმება იმპორტულ პროდუქციაზე დახარჯული ვალუტა, რომელიც 2014 წელს 8,6 მილიარდი დოლარი იყო. წამროუდგენელია მთელი იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, მაგრამ პროცესი უნდა დაიწყოს. პირველ 3-4 წელიწადში სავსებით რეალურია იმპორტის 20-25% -ის (1,6-2 მილიარდი დოლარი) ჩანაცვლება ადგილობირივი წარმოებით.წყარო

3: საპარტნიორო ფონდის სახსრები, რომელსაც სრულად ვერ თუ არ ითვისებენ. ეს ფონდი უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ფონდის მიერ გაცხადებული პოტენციური საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდი აშშ დოლარია.

წყარო 4: საბანკო სისტემის სტიმულირება რეალური სექტორის დასაფინანსებლად.

წყარო 5: საერთაშორისო კრედიტები აღნიშნული წყარო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ ის გრძლევადიანია და მისი ფასი "ლიბორს"(ლონდონის ბანკთაშორისო საკრედიტო განაკვეთი) მნიშვნლეოვნად არ აღემატება.წყარო

6: პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის სასათბურე პირობები უნდა შეიქმნას და სტიმული მიეცეს უცხოელ ინვესტორს მოგების რეინვესტირებისთვის.

წყარო 7: შიდა ინვესტიციები უნდა გამოცხადდეს უმთავრეს პრიორიტეტად. მას განსაკუთრებულად უნდა "ეფერებოდეს" ხელისუფლება. პირველ რიგში ფინანსური ამნისტია და წართმეული ბიზნესების დაბრუნება უნდა მოხდეს", - წერს გოგავა.


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016