reportiori.ge - ნოდარ ხადური: ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს, კურსი აუცილებლად დასტაბილურდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:18
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს, კურსი აუცილებლად დასტაბილურდება!
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 10:25


„სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს, არც აქამდე და არც ამის შემდეგ, გაცვლითი კურსის გაუარესებაზე, არანაირი ზეგავლენა არ ექნება", - ინფორმაცია მთავრობის წევრებს ფინანსთა მინისტრმა მიაწოდა. ნოდარ ხადურის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ქვეყანაში იანვარ-ივლისში შემოსულია 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტი დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები.


„ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც ვიღებთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის წმინდა საბიუჯეტო დახმარება. წლის ბოლომდე ველოდებით კიდევ 110 მილიონ დოლარს. წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მლნ დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცენდენტოდ თანაბარი წლის განმავლობაში. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და მინდა გავიზიარო მოსაზრება, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. დღემდე, ხაზინაში დავაგროვეთ 300 მილიონ ლარზე მეტი, გვაქვს 700 მლნ ლარზე მეტი დეპოზიტები და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავლები გვექნება, რომელსაც არ დავხარჯავთ, ანუ ბაზარს არ დავაწვებით ამ მიმართულებითაც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016