reportiori.ge - მაია კახიძე: დღეს თბილისის გულის ლეგენდის, გოგი ცაბაძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:28
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მაია კახიძე: დღეს თბილისის გულის ლეგენდის, გოგი ცაბაძის დაბადების დღეა
ავტორი:
24 აგვისტო, 2015. 13:00


დღეს თბილისის გულის ლეგენდის, გოგი ცაბაძის დაბადების დღეა


მე ბედნიერი კი არა, უბედნიერესი ვარ ამ გენიოსს პირადად რომ ვიცნობდი, მასთან ერთად სცენაზეც ვმდგარვარ და ყველაზე მთავარი, მისი უკვდავი სიმღერები რომ მიმღერია. მისი გასაოცარი თითები, დაუვიწყარი ღიმილი, ფიქრიანი თვალები შეუძლებელია დაივიწყო. და მთავარი - თბილისის განუზომელი სიყვარული, მოწიწება და პატივისცემა. მან ერთ - ერთმა პირველთაგანმა შემაყვარა ჩემი დედაქალაქი. სიმღერ - სიმღერით მარიგებდა ხოლმე და ეს მისი "გაკვეთილები" მილიონ უნივერსიტეტს ჯობდა.


მერე და მერე უფრო დავაფასე. მან ბევრი მზე ჩამიღვარა  სულში, ძალიან გამილამაზა ბავშვობა და გოგოობა ...


ყველასგან გამორჩეული, ზე - კომპოზიტორი იყო ბატონი გოგი!


მისი ხელშეხებული ვარ თბილისის სიყვარულში და ამიტომ არასოდეს ვუღალატებ, არც მას და არც თბილისს, ოღონდ ჩემსას, მე სულ სხვა თბილისი მიყვარს და სხვა თბილისს ვკოცნი ... დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო გოგი! ვიდრე აქ ვარ, მახსოვხართ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!


პ.ს.

წამში გაფრინდა ... გვარიც როგორი აქვს? ჰოდა, ზუსტად ვიცი, ცაშია და იქიდან მიღიმის...




ჟურნალისტი მაია კახიძე 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016