საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს 13 ერთეული სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი სპეცტექნიკა გადასცა.
ტექნიკა, რომელიც ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით შეიძინა 2 100 380.55 ლარის ღირებულებისაა. სპეცტექნიკა ხელს შეუწყობს შავი ზღვის, კერძოდ, ურეკის, ანაკლიისა და ფოთის სანაპირო ზოლის დასუფთავებას და ადგილზე სამუშაოების ეფექტურად განხორციელებას. სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი ტექნიკა უკვე რამდენიმე კვირაა შავი ზღვის სანაპირო ზოლს ყოველ დილით ასუფთავებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაბა ურეკში დასასუფთავებელი ტექნიკის მუშაობა შეამოწმეს. გაესაუბრნენ სპეცტექნიკაზე დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ფონდის მიერ გერმანიიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტმა გადაამზადა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციალიტეტს 9 ერთეული ტექნიკა გადასცა, რომლის საერთო ღირებულება 1, 342, 903. 91 ლარია.
ტექნიკის შეძენასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ შერჩეული თანამშრომლების მოსამზადებლად, გერმანიიდან ტრენერი ჩამოიყვანა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართვველობის თანამშრომლებს ახალ ტექნიკაზე მუშაობა ასწავლა.