reportiori.ge - ირლანდიაში ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:52
კულტურა
ირლანდიაში ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 14:48


ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ანბანის ამ დრომდე უცნობი, უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს. ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ, რომელიც ირლანდიაში იმყოფება, მიაკვლია ამ უნიკალურ ნიმუშებს და ინფორმაციაც გაავრცელა.


გიორგი კალანდია:


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ვაქვეყნებ სრულ ინფორმაციას - დღეს ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადმოგვცა ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშების ფოტოასლები. ბიბლიოთეკაში სულ ოთხი ასო ბგერის ნიმუშია, ესენია: „თ, მ, ც, ჟ". ანბანის ნიმუშები ამოღებულია მზეჭაბუკ ორბელიანის სულხან საბა ორბელიანისეული ლექსიკონიდან, რომელიც 1724 წელს აწყურში გადაიწერა. ხელნაწერის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია, შეიძლება ის საქართველოშია, შეიძლება უცხოეთის რომელიმე კოლექციაში, თუმცა, ერთი რამ ცნობილია, ნახევარი საუკუნის წინ ეს ნიმუშები კემბრიჯში ვ. ალენმა გამოაქვეყნა. საკითხი მომავალ კვლევა-ძიებას მოითხოვს, მანამდე კი ხელოვნების სასახლეში ანბანის ნიმუშების მხატვრული ასლები დამზადდება", - ნათქვამია კალანდიას განცხადებაში.




წყარო: artinfo.ge


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016