reportiori.ge - 6 სიტყვიანი მოთხრობები, რომელსაც სათავე ჰემინგუეიმ დაუდო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:30
სხვადასხვა
6 სიტყვიანი მოთხრობები, რომელსაც სათავე ჰემინგუეიმ დაუდო
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 14:57


გენიალურ მწერალს ერნესტ ჰემინგუეის სანაძლეო დადუდია - შეძლებდა ძალიან მოკლე მოთხრობის დაწერას, რომელიც ნებისმიერს ააღელვებდა. მან სანაძლეო მოიგო ერთი წინადადებით: "იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი" («For sale: baby shoes, never worn»).


მას შემდეგ ერთ წინადადებაში მთელი ისტორიის ჩატევას ბევრი ცდილობს. გთავაზობთ რამდენიმე მოკლე ისტორიას, რომლებიც სულ რაღაც 6 ან ნაკლები სიტყვით მკითხველს გულს უჩუყებს და აოცებს.


1. უცნობები. მეგობრები. საუკეთესო მეგობრები. საყვარლები. უცნობები.


2. "ნომერი შეგეშალათ", - უპასუხა ნაცნობმა ხმამ.


3. მგზავრებო, ახლა თქვენ კაპიტანი არ გელაპარაკებათ.


4. ვყიდი პარაშუტს: არასოდეს გახსნილა, ცოტა დალაქავებულია.


5. ეს ჩვენი ოქროს ქორწილია. სუფრა ერთზეა.


6. სახლში ვარდები მივიტანე. გასაღები აღარ მოერგო.


7. დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა "ახალდაქორწინებულები".


8. ჩვენი საძინებელი. ორი ადამიანის ხმა. ვაკაკუნებ.


9. გადავხტი. მერე კი გადავიფიქრე.


10. ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება.


11. საწოვარიანი ბოთლით აჭმევს საკუთარი ცოლი მკვლელს.


12. ზრდასრულად წარმოიდგენდა თავს. გაიზარდა. დაკარგა წარმოსახვა.



წყარო: intermedia.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016