reportiori.ge - არჩილ მესტვირიშვილი: ჩვენ კურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 03:49
ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: ჩვენ კურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 15:43


ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ თანაბარ პირობებში ეროვნული ვალუტის კურსის დამატებითი რყევა მოსალოდნელი არ არის. როგორც  არჩილ მესტვირიშვილმა "ინტერპრესნიუსს"განუცხადა, ეკონომიკაში არსებულმა შოკებმა და მოლოდინებმა ეროვნული ვალუტაზე უკვე მოახდინა ზეგავლენა.


"ჩვენი ინფორმაციით, ეკონომიკაში არსებულმა შოკებმა და მოლოდინებმა უკვე მოახდინა ზეგავლენა ეროვნული ვალუტაზე და ლარის კურსზე მოქმედი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი უკვე ასახულია იმპორტის დინამიკაში. რაც ნიშნავს იმას, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ კურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით. რეგიონის მიმდინარე გეოპოლიტიკური პრობლემები, ბუნებრივია, საქართველოზეც ახდენს გავლენას, თუმცა უკვე არსებული და დღეისათვის ცნობილი შესაძლო შოკები უკვე არის ასახული არსებულ კურსში. ამჟამად კურსზე ზედმეტი ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შემოდგომით გაუფასურებასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა თანაბარ პირობებში, შემოდგომაზე ბაზრის დღევანდელ ქცევას საპირისპირო ეფექტი ექნება, რაც კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მესტვირიშვილმა.



მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს კომუნიკაცია მთავრობასთან და ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია.



"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან და ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია. რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს და წლის დარჩენილ პერიოდში კურსზე ნეგატიურ ზეგავლენას, არც ამ კუთხით არ ველოდებით", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.




წყარო: ინტერპრესნიუსი



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016