reportiori.ge - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:19
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება...
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 20:22


სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული  მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ორი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. ახალი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.



როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა,  400 ადამიანი დასაქმდება კომპანია „ჯეო ემპექსის" საწარმოში, რომელიც საფეიქრო, ტექსტილის პროდუქციას გამოუშვებს. საწარმოს შესაქმნელად „ჯეო ემპექსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა თბილისში, ნინუას ქუჩა N3-ში მდებარე 5312.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.   გადაცემული ქონების ღირებულება 812 086 ლარს შეადგენს.  კომპანია  საწარმოს შესაქმნელად 4 872 516 ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და  პროდუქციის წლიური მოცულობის (პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი) 120 000 ერთეულამდე გაზრდას გეგმავს.


ასევე 100-მდე ადამიანი დასაქმდება არაძვირფასი ლითონების და მათი ნაწარმის  საწარმოში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით ჭიათურაში ამოქმედდება. ამისთვის შპს  „ბეიექსს"  ასევე სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა ქალაქ ჭიათურაში, საჩხერის გზატკეცილზე მდებარე 13573.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები,  რომელთა საერთო ღირებულება  149 300 ლარს შეადგენს. კომპანია ვალდებულია საწარმოს შესაქმნელად არანაკლებ 597 200 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016