მამა გაბრიელი 1929 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად დაიბადა. მისი საერისკაცო სახელი და გვარი იყო გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე. მისი მამა ვასილ ურგებაძე, კომუნისტური პარტიის წევრი იყო და იგი სასტიკად კრძალავდა ოჯახში ქრისტეს ხსენებასაც კი და ხშირად მეუღლეს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა ამის გამო. გაბრიელი ბავშვოვაბი მძიმე სენით დაავადდა და არავის ეგონა რომ იგი გადარჩებოდა, მაგრამ მოულოდნელად იგი გამოჯანმრთელდა და კარგად გახდა.
მამა გაბრიელმა უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური მთავრობა ყველანაირად ებრძოდა მას, რამდენჯერმე სცადეს კიდევაც რომ დაენგრიათ ეკლესია, შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს და მისი რწმენა ვერ შეარყიეს. ეს ეკლესია ახლაც დგას მის ეზოში, სადაც მან გაატარა ბავშვობა და ახალგაზრდობა. მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. იგი იყო ქართველი საეკლესიო მოღვაწე - არქიმანდრიტი, ბერი. მისი დახვრეტის ბრძანებაც კი იყო კრემლიდან, რომელიც შემდეგ შეიცვალა და შეშლილად შერაცხეს და ფსიქიატრიულში მოათავსეს.
ტაძრისკენ მიმავალი გზა მისთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ იგი ქრისტეს სიყვარულით ყველაფერს უძლებდა. სიცოცხლის ბოლო წლები კი მან გაატარა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერს არქიმანდრიტის ხარისხი მიანიჭა.
გარდაცვალების შემდეგ იგი დაკრძალეს მისი ანდერძის თანახმად მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე, ჭილოფში გახვეული, ისევე როგორც კრძალავდნენ ბერ-მონაზვნებს. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სამკურნალოდ გამოიყენება. მისი სისხლის ანალიზის ჩატარების შემდეგ, დარწმუნდნენ რომ იგი დღესაც უხრწნელია. ამბობენ რომ მამა გაბრიელმა თავისი გარდაცვალების თარიღი იწინასწარმეტყველა.
დღეს კი მამა გაბრიელის დაბადების დღეა! გილოცავთ ყველას. მისი წმინდა ლოცვა ეწევა სრულიად საქართველოს.
"თქვენი სიყვარული ღვთის ტრაპეზზე უნდა ავიტანოო, როცა გაგიჭირდებათ ერთი მახსენეთ და იქვე გავჩნდებიო"- ამბობდა წმინდანი.