reportiori.ge - მიხეილ დონდუა: სახეზეა ეროვნული ბანკის სრული სრული დეზორგანიზებულობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:10
ეკონომიკა
მიხეილ დონდუა: სახეზეა ეროვნული ბანკის სრული სრული დეზორგანიზებულობა!
ავტორი:
26 აგვისტო, 2015. 12:31


„სახეზეა ეროვნული ბანკის სრული ობსტრუქცია და სრული დეზორგანიზებულობა! ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის გეგმა არ აქვს!", - ამ სათაურით აქვეყნებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა განცხადებას სოციალურ ქსელში, რომელსაც გთავაზობთ:

 

„ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის გეგმა არ აქვს, რადგან:

 

1. ფინანსური სტაბილურობის გეგმა უნდა შემუშავდეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში და ეს კომიტეტი შექმნილიც კი არ არის!!! მიუხედავად სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისა.

 

2. ფინანსური სტაბილურობის გეგმა უნდა აისახოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელსაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად ეროვნული ბანკი არ ქმნის 2012 წლის შემდეგ (ქართუს წინააღმდეგ დატრიალებული ბაქჰანალიის შემდეგ).

 

შედეგად ვიღებთ:

 

1. საკრედიტო დაბანდების სრულ უკონტრლობას, საკრედიტო დაბანდებებს კონტრაციკლური კაპიტალბუფერების რეჟიმის ამოქმედების გარეშე.

 

2. ეროვნული ბანკის იაფი სასესხო პოლიტიკა მაკროპრუდენტული პოლიტიკის გარეშე, ხელს უწყობს ფინანსური შუამავლობის ანუ მევახშეობის დაფინანსებას და კავშირი არ აქვს ეკონომიკის ზრდასთან.

 

2008 წლის გობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, ამერიკის ფედერალური ბანკის მიერ სესხის გაიაფებამ, და ამ სესხების თავისუფალმა, არარეგულირებულმა კონცეტრირებამ იმ სფეროში, რომელიც მიკროპრუდენტულად მომგებიანი , მაგრამ მაკროპრუდენტულად დამაზიანებელი იყო.

 

დღეს, განსაკუთრებით 2015 წლის ივნისიდან ბანკების მიერ იურიდიულ პირებზე ლარში ახლადგაცემული სესხების 70%-ი მოდის ფინანსურ შუამავლობაზე, ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცების, ლომბარდების და სავალუტო ჯიხურების დაკრედიტებაზე, რომლებიც თავის მხრივ ეროვნული ბანკისაგან ყოველგავარი კონტროლის და ნორმატიული რეგულირების გარეშე ფულს „ტენიან" არაჰეჯირებულ , ანუ სავალუტო რიკებისაგან დაუზღვეველ მოსახლეობას. ლარი დოლარში გადახურდავების პიდაპირი ობიექტი ხდება, ამ ყველაფერში სრულად დამნაშავე ეროვნული ბანკია, რომელმაც კომერციული ბანკების 700 მილიონიანი წმინდა დაკრედიტებით 680 მილიონით გაზარდა ფინანსური შუამავლობის, ანუ მევახშეობის დაფინანსება.

 

და ბოლოს როგორ შეიძლება ეროვნულ ბანკთან კოორდინირებული მუშაობა, თუ კი თავად ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის გეგმა არ აქვს!

 

აი, სწორედ ამას ქვია ობსტრუქცია!", - წერს ექსპერტი მიხეილ დონდუა. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016