რეგიონები
„ალი და ნინოს“ სკულპტურას ერთ კვირაში აღადგენენ
26 აგვისტო, 2015. 17:08
"ალი და ნინოს" სკულპტურას მცირე დაზიანება აქვს და აღდგება", - ეს განცხადება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი ზირაქაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, გადატანის დროს ბაგირი გაწყდა და სკულპტურას ორი-სამი ფრთა აქვს დაზიანებული.
"დაზიანება ძალიან მცირეა. კომპანიის ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ერთი კვირის ფარგლებში ეს აღდგება და ყველაფერი იქნება რიგზე", - განაცხადა ზირაქაშვილმა.
თუ რატომ მიიღეს სკულპტურისთვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება, ზირაქაშვილი განმარტავს, რომ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათლად წერია გარემოება, რომ შეუძლებელია ამ ადგილზე ნაპირის გამაგრება.
თამარ კვესიტაძის ნამუშევარი - "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57