reportiori.ge - „მსგავსი ნონსენსი არ არსებობს!“ - მამუკა კვარაცხელია ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ დარღვევებს ასაჯაროებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:24
სპორტი
„მსგავსი ნონსენსი არ არსებობს!“ - მამუკა კვარაცხელია ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ დარღვევებს ასაჯაროებს
ავტორი:
26 აგვისტო, 2015. 18:10


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ვრცელი განცხადება კვარაცხელიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„სფფ-ს პრეზიდენტობისთვის ბრძოლის მეორე ეტაპი დაიწყო. სფფ-მ წარმოადგინა თავისი კანდიდატი-რევაზ არველაძე.

 

მინდა შევეხო ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ წესდებას. როგორც იცით, 35 წევს აქვს ყრილობაზე ხმის მიცემის უფლება. დავინტერესდი რა ხდება სხვა ქვეყნებში, რამდენ დელეგატს აქვს ხმის მიცემის უფლება. არაფერს ვამბობ დიდ ქვეყნებზე, მინდა პატარა ქვეყნები წარმოგიდგინოთ", - აცხადებს კვარაცხელია.


როგორც კვარაცხელიას მიერ მოკვლეულ ჩამონათვალში იკითხება:


ალბანეთში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევს 66 დელეგატი

ბულგარეთი - 493

თურქეთი - 219

ისლანდია - 140

ირლანდია - 60

ლატვია - 100

ლიტვა - 85

მალტა - 110

მოლდოვა - 188

მონტენეგრო - 52

ნორვეგია - 250

პოლონეთი - 120

პორტუგალია - 84

რუმინეთი - 214

საბერძნეთი - 200

სერბეთი - 82

სლოვაკეთი - 84

სომხეთი - 70

შოტლანდია - 85

უკრაინა - 141

უნგრეთი - 80

ფინეთი - 100

ჩეხეთი - 150

ხორვატია - 52

ჰოლანდია - 60



მამუკა კვარაცხელია საუბრობს ფეხბურთის ფედერაციის წესდებაზეც, რომელიც მისი თქმით დარღვეულია:


„ორი ტური გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის. ცხრილში ამგვარი მდგომარეობაა - 7 გუნდი არ არის ფეხბურთის ფედერაციის წევრი. მეტიც - საჩხერის „ჩიხურა" ორჯერ იყო სუპერთასზე, საქართველოს სუპერთასის მფლობელიც გახდა... ანუ, საქართველოს ეგიდით გადიან გუნდები, რომლებიც არ არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრები! მსგავსი ნონსენსი არ არსებობს, რომელიმე ქვეყანაში მოხდეს!

 

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის წესდებას-მათ არჩევნებისთვის მზადება ერთი წლის წინ დაიწყეს, მას შემდეგ რაც გაირკვა ვინ რა როლს ასრულდება. მათ აქვთ კოზირი და კარგი კონტაქტები. ზოგიერთისგან განსხვავებით, ცოტა უკეთესი კითხვა ვიცი, მათ წესდებაში ჩავიხედე და რამდენიმე გადმოვწერე, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ.

 

მაისში ჩემს მიერ ამოწერილ მე-10 მუხლს ჰქონდა ამგვარი სახე - სხვა წევრებს შორის, ასევე წევრები იყვნენ რუსთავის „ოლიმპი," ზუგდიდის „მგლები" და ცხინვალის „სპარტაკი"... და აგვისტოს დასაწყისში ამავე მუხლში არის ცვლილებები - რუსთავის „ოლიმპის" ნაცვლად არის რუსთავის „მეტალურგი", ზუგდიდის მგლების ნაცვლად, ზუგდისის „ზუგდიდია" და ცხინვალის „სპარტაკის" ნაცვლად ცხინვალის „ცხინვალი". აქედან, ცხინვალის გუნდი გასაგებია, სახელი გადაერქვა, დანარჩენი ორი გუნდის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არის წესდების შეცვლა! წესდების შეცვლა კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ყრილობაზე! მოვითხოვ წინა ყრილობის მონაცემებს, არის თუ არა ეს პუნქტები შეტანილი!", - ამბობს კვარაცხელია.


კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ამჟამად 34 წევრია, 35-ეს, ზესტაფონს შეჩერებული აქვს წევრობა, საიდანაც უმრავლესობა ირჩევს პრეზიდენტს. მისივე თქმით, ამ 34 წევრიდან ძალიან დიდი ნაწილი ფედერაციის დაფინანსებაზეა, რაც რევაზ არველაძეს, რომელიც სფფ-ს კანდიდატია, დიდ უპირატესობას აძლევს.


„ამ 35 წევრს შორის არიან ფეხბურთთან დაკავშირებული ასოციაციები და გაერთიანებები, სულ 9 ორგანიზაცია, რომელიც ფედერაციის დაფინანსებაზეა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ ეს ორგანიზაციები მხარს სწორედ არველაძეს დაუჭერენ. გარდა ამისა, რეგიონული ფედერაციები წარადგენენ სწორედ ისეთ დელეგატებს, რომლებიც ასევე ფედერაციაში არიან დასაქმებულები. მათ შორის არის გურიის მიერ წარდგენილი გოჩა ტყებუჩავა, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებს და ასევე ლოგიკურია, თუ ვის დაუჭერს მხარს. ჩემთვის ცნობილია, რომ ასევე არველაძეს უჭერს მხარს ქვემო ქართლის დელეგატი მერაბ თევზაძე და რაჭის დელეგატი გია გილიგაშვილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სრულიად სამარცხვინოდ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობრები და ეროვნული ჩემპიონატის ბურჯები", - ამბობს კვარაცხელია. 

 

კვარაცხელიას განცხადებით, იმისთვის, რომ დელეგატთა რაოდენობა გაიზარდოს, აუცილებელია საფეხბურთო კლუბები გახდნენ ფედერაციის წევრები.

 

„საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატის 7 გუნდი არ არის ფეხბურთის ფედერაციის წევრი. გუნდებს ელემენტარული განცხადების დაწერა სჭირდებათ იმისთვის, რომ გახდნენ ფედერაციის წევრები. ეს არის სრულიად მარტივი პროცედურა, თუმცა, ამას არ აკეთებენ. არ ვიცი რატომ.

 

წალენჯიხის გუნდს შეუძლია გახდეს ფეხბურთის ფედერაციის წევრი, მაგრამ მათ შესაბამისი განცხადება არ აქვთ დაწერილი. წევრი არ არის და როგორ ათამაშებ?! ეს არის ნონსენსი!

 

ეტყობა განცხადების დაწერა რთულია და ეს ვერ მოახერხეს... მე მაქვს განცხადებები დაწერილი, მე მივაწვდი მათ!

 

მუხლი მე-11: წევრად მიღება რეგულირდება სფფ-ს აღმასკომის მიერ დამტკიცებული სპეციალური დებულების მიხედვით. ძალიან იოლი დებულებაა. აღმასკომმა უნდა მიმართოს ყრილობას განცხადების გაწევრიანების შესახებ. ანუ, ყრილობამ უნდა დაამტკიცოს! მესამე - ახალი წევრი მიიღებს წევრობის უფლებებს სფფ-ში მიღებისთანავე. ანუ, გახდა წევრი და იმავ წამს აქვს უფლება ხმის მიცემის. ამას ვუსვამ ხაზს. მათ დელეგატებს გააჩნიათ ხმის მიცემის უფლება და მათი არჩევა უნდა მოხდეს სასწრაფო წესით.

 

გადავალ რიგითი ყრილობის დღის წესრიგზე - 27-ე მუხლი: ვ პუნქტი: წევრის მიღება, სტატუსის შეჩერება ან გარიცხვა. რ პუნქტი: პრეზიდენტის და აღმასრულებელი კომიტეტის არჩევა, თუკი ამის საჭიროება არსებობს. ანუ, რომ მიმართონ ახლა ყრილობას, ლოგიკა საითი მიგვითითებს? პატარ-პატარა გუნდებმა რომ მიმართონ ფეხბურთის ფედერაციას, რომ მიგვიღეთ წევრად, ბუნებრივია აღმასკომი ყრილობას გადაულოცავს. ვ პუნქტის მიხედვით უნდა მოხდეს მათი ან არჩევა, ან არარჩევა. შემდეგ არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პუნქტები და პრეზიდენტის არჩევამდე ამ წევრებს ხმის მიცემის უფლება აქვთ. რატომ? მიღებისთანავე! ხაზგასმით წევრია. არის თუ არა ასე? იურისპოდენციაში არ ვერევი, მაგრამ ქართული გრამატიკის მიხედვით ასე არ არის?!", - აცხადებს კვარაცხელია.


კვარაცხელია ასევე საუბრობს რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესაძლებლობაზეც:


„ერთ-ერთი სერიოზული საკითხია რიგგარეშე ყრილობა. თუ ეს წევრები უკმაყოფილოები თუ არიან, მათ შეუძლიათ რიგგარეშე ყრილობის მოწვევა, მარტივად! შვიდმა წევრმა რომ გამოთქვას სურვილი, რიგგარეშე ყრილობის მოწვევის, სადაც შესაძლებელი იქნება დამტკიცება იმ წევრებისა, რომლებიც არ არიან და აქვს ამის სურვილი, თავისუფლად არის შესაძლებელი.

 

რიგგარეშე ყრილობას თუკი სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტი იწვევს, მაშინ დღის წესრიგი დადგება აღმასრულებელი კომიტეტის მიერ. მაგრამ, თუ რიგგარეშე კომიტეტი მოიწვია სფფ-ს წევრებმა, იმ ერთმა მეხუთედმა, მაშინ დღის წესრიგი უნდა შეიცავდეს ამ წევრების მიერ წამოყენებულ საკითხებს.

 

თუმცა, ამ ხალხს ერთადერთი შეუძლია წევრობაზე განაცხადის გაკეთება. სხვა საშუალებას არ აძლევს სფფ", - აცხადებს კვარაცხელია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016