რეგიონები
საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის საზღვრები ჩაკეტა...
26 აგვისტო, 2015. 21:11
საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის ე.წ საზღვრები ჩაკეტა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საზეიმო ღონისძიებებს უკავშირება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 7 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა დღეს, ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობაზე ისაუბრა და ქართულ მხარეს ულტიმატუმიც წაუყენა. ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერა - ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ.
ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს არსებული რეალობა და აღიაროს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დამოუკიდებლობა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57