ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. დღეს დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.3465 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორ დღეში ლარი 7 თეთრით, ანუ 3%-ით გამყარდა.
როგორც საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ქვეყნის ეკონომიკა და გაცვლით კურსზე მოქმედი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია. შედეგად გაცვლითი კურსი მოქნილი აღმოჩნდა არსებული საგარეო შოკისა და სპეკულაციური მოთხოვნის მიმართ.
პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 25 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოუწოდა მოსახლეობას, არ აყოლოდა ლარის კურსის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს.
ექსპერტების ნაწილის აზრით, ლარის კურსის გამყარება კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ ეოვნული ვალუტის კურსის ცვლილებაში საგარეო ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოლოდინები და აჟიოტაჟური ქცევები.