reportiori.ge - ის მოკლეს შეკვეთით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:21
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ის მოკლეს შეკვეთით
ავტორი:
28 აგვისტო, 2015. 13:14


ივლისის დასაწყისში ოდესის ერთ-ერთ კაფეში ჩხუბი ატყდა, შედეგად ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა.


იგი ვინმე ალექსანდრე ორლიანშმა გალახა, რომელიც კაფეში 37 წლის ამერიკის მოქალაქე მოლი მაკკიუსთან ერთად მივიდა. ეს უკანასკნელი გაზეთ „Washington post"-ის მიმომხილველია, ხოლო საქართველოში 2008 წლის მერე გამოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლების საინფორმაციო მხარდაჭერა და კარგი იმიჯის შექმნა ევალებოდა. ამ საქმიანობას 2013 წლამდე ეწეოდა, ხოლო წელს მოულოდნელად ოდესაში აღმოჩნდა, რატომ ახლდა  თან ორლიანში უცნობია.


მართალია ადგილობრივმა მილიციამ საქმე აღძრა სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით, რომელსაც ლეტალური შედეგი მოჰყვა, ეჭვმიტანილის დაკითხვა ვერ მოხერხდა: ალექსანდრე ორლიანშმა და მოლი მაკკიუმ ავტომობილით გადაკვეთეს უკრაინა-მოლდოვას საზღვარი.


პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ ქართველი კოლეგები დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ თავისი სისასტიკით ცნობილი, ყოფილი სპეცრაზმელი,ალექსანდრე ორლიანში  წარმოშობით მოლდოველია. მისი დაკავება რომ მოხერხებულიყო, ბევრი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდებოდა, მათ შორის ისიც, თუ ვისზე მუშაობს.


ქართულმა გაზეთმა „კვირის ქრონიკამ" 17 აგვისტოს მიანიშნა იმ ფაქტზე, რომ ოდესაში უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა, ძალიან წააგავს თბილისში მომხდარ ანალოგიურ შემთხვევას - ორივეგან მსხვერპლი კაფეში ატეხილ ჩხუბს მოჰყვა.


გაერთიანებული ქართული ბანკის 28 წლის თანამშრომელი, სანდრო გირგვლიანი, მოკლული იპოვეს 2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიაზე. მანამდე ის კაფე „შარდენ-ბარში" იმყოფებოდა, თბილისის ცენტრში, სადაც საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნებიც (ახლა უკვე ყოფილი) ქეიფობდნენ, მათ შორის იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი-გურამ დონაძე. სწორედ მასთან მოუვიდა შელაპარაკება გირგვლიანს.


ახალგაზრდა კაცის მკვლელობას, თბილისში, ისეთივე საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, როგორიც გიორგი ღონღაძის მკვლელობას. ხალხი მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და ამტკიცებდა რომ გირგვლიანი შეკვეთით იყო მოკლული. მოგვიანებით, პოლიციამ დააკავა უშუალო მონაწილეები-კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი, რომლებმაც აღიარეს, რომ მოიტაცეს გირგვლიანი და აწამეს. მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, თუმცა, მალევე ამინისტიით გაათავისუფლეს.


გირგვლიანის ოჯახმა დანაშაულის შემკვეთის დასჯა მოითხოვა და ევროსასამართლოს მიმართა, რომელმაც 2011 წელს საქართველო დაავალდებულა 50 ათასი ევრო გადაეხადა გარდაცვლილის მამისთვის, ამასთან, ჩაეტარებინათ დამატებით გამოძიება. სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ „ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რაღა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო".


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2012 წლის ოქტომბერში, დაიწყო ხელახალი გამოძიება და დაასკვნა რომ მკვლელობა მოხდა შეკვეთით.


2014 წლის ნოემბერში მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობა ქვეყნის სირცხვილია და დაადანაშაულა წინა ხელისუფლება, რომლის დროსაც სისტემური დანაშაული ხდებოდა, მათ შორის უკანონო მოსმენებიც:

„9 წლის მანძილზე ჩვენი მოსახლეობა ითმენდა უსამართლობას და ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


გირგვლიანის საქმის გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით  -სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.


ამ ორი მკვლელობის შედარებას მივყავართ დასკვნამდე, რომ კაფეში ატეხილი ჩვეულებრივი ჩხუბის მიღმა, შესაძლოა იმალებოდეს სერიოზული ვითარება, რომელიც დაკვირვებით შესწავლას საჭიროებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესის მილიცია ყველა ღონეს იხმარს, რათა ალექსანდრე ორლიანში დააკავოს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ამჟამად.




წყარო: 2000.ua


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016