reportiori.ge - ილია მეორე: საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 05:18
რელიგია
ილია მეორე: საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია
ავტორი:
28 აგვისტო, 2015. 13:37


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა.


უწმინდესის თქმით, მოციქულებს წესად ჰქონდათ, როდესაც სუფრასთან დასხდებოდნენ, ორ ადგილს ტოვებდნენ, ერთი მაცხოვრისთვის იყო განკუთვნილი, მეორე ღვთისმშობელისთვის.


უწმინდესის განმარტებით, მოციქულები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მაცხოვარი მათთან ერთად უხილავად იყვნენ.

 

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ცისა და დედამიწის მფარველია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. იგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია. ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა კალთა და იცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან", - ბრძანა უწმინდესმა.


უწმინდესის თქმით, ხშირად მივმართავთ ლოცვით მფარველობისთვის ღვთისმშობელს "მოწყალებისა კარგი განგვიღე". პატრიარქმა მიმართა მრევლს, მასთან ერთად ეთქვათ ეს ლოცვა კიდევ ერთხელ. მრევლმა სამჯერ ამ ლოცვით მიმართა ღვთისმშობელს.


ქადაგების ბოლოს, უწმინდესმა სასულიერო პირები დააჯილდოვა. კერძოდ, დეკანოზი იოანე ბარკალაია, გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ასევე მღვდელი საბა ჭიკაიძე ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.


დღეს, 19.30 სიონის საკათედრო ტაძარში საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შესრულდება ავადმყოფთა და უძლურთათვის, რომელსაც თავად პატრიარქი შეასრულებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016