reportiori.ge - ინგა გრიგოლია: მორჩა კინო, წადით სახლში...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:12
მედია
ინგა გრიგოლია: მორჩა კინო, წადით სახლში...
ავტორი:
30 აგვისტო, 2015. 03:05


ჟურნალისტი, გადაცემა „რეაქციის" წამყვანი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის" გადაწყვეტილებას, პოლიტიკური გადაცემების დახურვის თაობაზე ეხმაურება.


„მორჩა კინო, წადით სახლში - "რეაქცია" და "იმედის კვირა" დაიხურა", - წერს გრიგოლია.


ტელეკომპანია „იმედმა" დღეს განცხადება გაავრცელა.


„საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოდ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

 

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში".- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016