reportiori.ge - „შალვა რამიშვილის შოუ“ არ დაიხურება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:34
მედია
„შალვა რამიშვილის შოუ“ არ დაიხურება...
ავტორი:
30 აგვისტო, 2015. 12:53


ტელეკომპანია "იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები და თოქ-შოუები დახურა.


როგორც „შალვა რამიშვილის შოუს" ავტორმა და წამყვანმა, შალვა რამიშვილმა „პრაიმტაიმნიუსს"  განუცხადა, მისი გადაცემა გასართობია და ტელეკომპანიის გადაწყვეტილება მას არ ეხება. რამიშვილის ცნობითვე, ორშაბათს, "იმედში" თათბირია დაგეგმილი, სადაც გაირკვევა, თუ რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.


შალვა რამიშვილი:


„კი, ვნახე ეს განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები იხურება და არა გასართობი. ჩემი გადაცემა, "შალვა რამიშვილის შოუ" არ არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ. ეს განცხადება კი ეხება პოლიტიკურ გადაცემებს."


- რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?


- მე შვებულებაში ვარ, გავიგებ და ვნახავ. ორშაბათს, როგორც ვიცი თათბირია.


ტელეკომპანია "იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, არხზე არსებული გადაცემების ფორმატის შეცვლა,  თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტის შექმნის გამო განხორციელდა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016