reportiori.ge - ეკა ხოფერია: გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე, კარგად დასრულდება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:55
მედია
ეკა ხოფერია: გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე, კარგად დასრულდება...
ავტორი:
30 აგვისტო, 2015. 21:17


„და მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად!"- წერს ჟურნალისტი ეკა ხოფერია ფეისბუქ გვერდზე და ინგა გრიგოლიას მიმართავს.



„მე ყოველთვის მის გვერდში ვიდგები და ყოველთვის გავაპროტესტებ ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას. ინგა პირველი და ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარში დამიდგა, როცა პირდაპირი ეთერიდან წამოვედი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ძალიან. შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა, მაგრამ , ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ის ერთ- ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია- სივრცეში და მისთვის გადაცემების დახურვა მინიმუმ მეტ განმარტებას მოითხოვს საზოგადოებისთვის.

ვაპირებ მივიღო განმარტებები ხვალ მენეჯმენტისგან, ვგეგმავ ოჯახთან დაკავშირებას. ეს არხი მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ არხზე და ვინ არა. მნიშვნელოვანია, რომ იმედზე იყოს საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემები . მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას. მოკლედ, წარმატებები ინგას და წარმატებები მეც ამ ყველაფრის გარკვევასა და მოგვარებაში."-  წერს ხოფერია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016