reportiori.ge - დარეჯან ლიპარტელიანი: ეჭვები უნდა მოისპოს და სიმართლე თქვას "იმედის" მფლობელმა, რატომ დახურა "რეაქცია"?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:06
მედია
დარეჯან ლიპარტელიანი: ეჭვები უნდა მოისპოს და სიმართლე თქვას "იმედის" მფლობელმა, რატომ დახურა "რეაქცია"?!
ავტორი:
31 აგვისტო, 2015. 13:35


ჟურნალისტი, „ექსკლუზივნიუსის" დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი ტელეკომპანია  „იმედის" თოქ-შოუს ინგა გრიგოლიას „რეაქციის"  დახურვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„ინგა გრიგოლიას "რეაქცია"!

 

მიუხედავად იმისა, რომ მის ტენდენციურობასა და მიკერძოებულ პოზიციაზე, ხშირად გავბრაზებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შემიმჩნევია მისთვის, თუ როგორ ღიად და დაუფარავად იცავდა "ნაციონალებს", მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მას თოქშოუ ბრძოლის ველადაც კი გადაუქცევია და პირდაპირ ეთერში, ლამის "სისხლის მდინარეები" დაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ზღვარსგადასული უხეშობა, უზრდელობა, პირდაპირ ეთერიდან დედის გინება და ცემა-ტყეპაც კი, არცთუ იშვიათობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ თოქშოუში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების გამო, სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მშვიდი ძილიც კი, ხშირად სანატრელი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, პირადად მეც, რამდენჯერმე მითქვამს, ამ თოქშოუს არასდროს არ ვუყურებთქო და თავატკივებულსაც ბევრჯერ დამიძინია, მაინც ვთვლი და მიმაჩნია, რომ "რეაქცია" არ უნდა დაეხურა ტელეკომპანია „იმედის" მეპატრონეს!

 

არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია ჩემი ეჭვი, მაგრამ არხი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დაარბია და მიწასთან გაასწორა, მისი მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი საეჭვო ვითარებაში მოკლა, როცა ახალმა ხელისუფლებამ კანონიერ მფლობელს არხი დაუბრუნა, მიუხედავად ამისა, "იმედი' ნაციონალების გაპრავებას, რუსთავი-2 თან ერთად აქტიურად, ლამის სინქრონში აკეთებდა. აქედან გამომდინარე, სწორედ საეჭვო ისაა, რომ იქნებ "რეაქციის" დახურვა, არხის მეპატრონის მიერ, შორს გამიზნული და დაგეგმილი პოლიტიკური ტრიუკია, ისევ და ისევ ნაციონალების გასაპრავებლად და ამ ხელისუფლებისთვის პრობლემის შესაქმნელად დასავლეთის თვალში... იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ საქართველოში თოქშოუები იხურება და რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ახდენს?!... არადა, მედიის თავისუფლების მხრივ, როგორც ვიცი, არცთუ ცუდი მონაცემები გვაქვს...

 

ეს უბრალოდ გამოთქმული ეჭვია, რომელიც დაფიქრებას მართლა იმსახურებს, თუმცა, მანამ, სანამ არხის მფლობელი, კვლავ დააგვიანებს სიმართლის თქმას, თემა კიდევ უფრო ადუღდება და პოლიტიკურ ელფერს შეიძენს, ხოლო ეჭვი რომელიც არსებობს საზოგადოებაში, იმის შესახებ, რომ თითქოს "რეაქციის" მოულოდნელი დახურვა, იმედის მეპატრონის მიერ, ნაციონალებისთვის მომგებიანი პოლიტიკური თემის მომზადება იყოო, კიდევ უფრო გაძლიერდება. სწორედ ამიტომ, ეჭვები უნდა მოისპოს და სიმართლე თქვას "იმედის" მფლობელმა, რატომ დახურა "რეაქცია"???", - წერს დარეჯან ლიპარტელიანი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016