reportiori.ge - ტბაში ყუმბარმტყორცნები და საბრძოლო იარაღია შენახული - ასლან აბაშიძის დროს ჩაძირული იარაღი იპოვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:42
რეგიონები
ტბაში ყუმბარმტყორცნები და საბრძოლო იარაღია შენახული - ასლან აბაშიძის დროს ჩაძირული იარაღი იპოვეს
ავტორი:
31 აგვისტო, 2015. 13:45


ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე ტბაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის დროს ჩაძირული იარაღი აღმოაჩინეს.


როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ტბაში დაახლოებით, 18 მეტრის სიღრმეზე ყუმბარმტყორცნები და საბრძოლო იარაღია შენახული.


ტბაზე ექსპედიცია ფლორისა და ფაუნის, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის და ტურისტული პოტენციალის შესასწავლად ავიდა. როგორც მყვინთავები ამბობენ, ყუმბარმტყორცნები შესაძლოა, კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში იყოს, რის გამოც მათ ნაპირზე გამოსატანად აუცილებელია გამნაღმველებთან ერთად მუშაობა.


"წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით ნიკოლაიშვილი ადგილობრივებსა და ტურისტებს ტბაში ბანაობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო სამართალდამცველებს ტბის იარაღისგან გასუფთავებისკენ მოუწოდებს.





წყარო: ინტერპრესნიუსი


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016