რეგიონები
ცოფის შემთხვევის გამო სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოცხადდა
02 სექტემბერი, 2015. 16:32
კარანტინი დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსხველფეხა პირუტყვის ცოფით დაცემის შემთხვევა გამოავლინა, რომელიც 31 აგვისტოს ლაბორატორიულად დადასტურდა.
ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესაბამისად, სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველის დაცემისა და დამარხვის ადგილზე ჩაატარეს დეზინფექცია, სოფელში გამოცხადდა კარანტინი.
დაავადების დაფიქსირების ადგილიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში დაიწყო ცოფის ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია.
ასაცრელი 1500 სული ცხოველიდან ამ ეტაპისთვის 700 სული უკვე აცრილია. ვეტერინარულ-სანიტარული წესების მიხედვით მიმდინარეობს ზედამხედველობა დანარჩენ ცხოველებზე.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57