reportiori.ge - დიმიტრი ქუმსიშვილი: ამ კომპანიის პროექტების მოცულობა ას მილიონ დოლარზე მეტია, რაც დამატებითი, უცხოური ინვესტიციებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:11
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ამ კომპანიის პროექტების მოცულობა ას მილიონ დოლარზე მეტია, რაც დამატებითი, უცხოური ინვესტიციებია
ავტორი:
02 სექტემბერი, 2015. 17:35


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ აკვაპარკ  "ჯინო ფერედაისში" იმყოფებოდა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის, „ეკო გრინ სითის" გაშენება იგეგმება.


მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია "ჯინო ფერედაისის" დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ წარუდგინა.


პრეზენტაციას ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანიაც ესწრებოდა.



ახალი ეკოლოგიური ქალაქის აშენება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ მიწის ფართობზე იგეგმება.  აღსანიშნავია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებები, კურორტოლოგიური და სარეაბილიტაციო ობიექტები, პარკები, სპორტული მოედნები, სავაჭრო უბნები და სხვა. ენერგიის 90% გამომუშავებული იქნება მზის, ქარის, წყლის და ბიო გაზის მეშვეობით. ამ მიმართულებით გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე ენერგეტიკული დანადგარები, მზის კოლექტორები, ინვენტორები, კოოგენერაციული და ტრიგენერაციული დანადგარები.



„ამ კომპანიის პროექტების მოცულობა ას მილიონ დოლარზე მეტია, რაც არის დამატებითი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავდროულად, ეს არის ის კარგი გამოცდილება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რაც განაპირობებს წარმატებულად  დასრულებულ  და განხორციელებულ პროექტებს" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



თბილისის გარდა, კომპანია „ჯინო ფერედაისი" მნიშვნელოვანი  პროექტების განხორციელებას გუდაურსა და ბაკურიანშიც გეგმავს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016